16
Mar
2018

ფეხსაცმელი, რომელიც ევკალიპტის ხისგან იკერება

16 Mar 2018

veon
veon


ამერიკულმა კომპანია  ALLBIRDS-მა გადამუშავებული ხისგან დამზადებული ფეხსაცმელები გამოუშვა. ახალ კოლექციაში უცვლელია ფირმის ნაწარმის დიზაინი. თუმცა, ამჯერად ტექსტილისთვის მათ ევკალიპტის ხის ბოჭკოვანი ქსოვილი გამოიყენეს.

ALLBIRDS სავარჯიშო/სპორტულ ფეხსაცმელს უშვებს. გამონაკლისი არც ახალი, გადამუშავებული ხისგან მიღებული ნედლეულით შეკერილი კოლექციაა, რომლისთვისაც მოდელები Tree Runner და Tree Skipper შეიქმნა. იდეის ავტორებმა, ორივე სახელწოდება ფეხსაცმლის სწორედ მასალისა და დანიშნულების მიხედვით შეურჩიეს. აღსანისნავია, რომ  არის როგორც ქალის, ისე მამაკაცის ზომები. მისი ფასი,  ALLBIRDS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, 95 დოლარია.

განხილვა