პოლონური ინტერნეტ–მაღაზია Allegro–ს გასული წლის საახალწლო ვიდეორგოლი, ერთ-ერთი იმ ემოციურ სანახაობათაგანი იყო, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი სიმპატია დაიმსახურა. ბრენდი ჩვეულებას არც წელს ღალატობს და მომხმარებელს მორიგ არაჩვეულებრივ სანახაობას სთავაზობს. ამჯერად კომპანიის მთავარი გმირი ინდიელებსა და მათ კულტურაზე შეყვარებული პატარა ბიჭია. პატარა, ონავარი “ინდიელი” მშობლებისგან მოულოდნელად ორიგინალურ, დამახასიათებელ თილისმას მიიღებს საჩუქრად. უცნაურ საჩუქარს საკმაოდ უჩვეულო თვისებებიც აღმოაჩნდება, რომლებსაც პატარა გმირი ყოველთვის კარგი საქმისთვის იყენებს. საბოლოოდ კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა არის რეალურად ისეთი დღესასწაულის მნიშვნელობა, როგორიც ახალი წელია.