რაღაცის დაწყება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის, რომ ესა თუ ის საქმე, პროცესი დაიწყო, დაძრა, საჭიროა, პირველ რიგში, გამბედაობა, მოქმედებასთან ერთად, რომელიც შინაგან ძალაში გარდაიქმნება.
მოკრებილი გამბედაობით ვიწყებთ მუშაობას იდეაზე, რომლის სიმბოლური გამოსახულება ყოველთვის ანთებულ ნათურად გვეხატება. მართლაც, როდესაც ახალი იდეები მოგვდის, ან დიდხანს ვფიქრობთ რაღაც ამოცანის ამოხსნაზე და უცებ პასუხს ვპოულობთ, ეს გონებაში სინათლის ნაკადის შემოჭრის მსგავსი შეგრძნებაა.
თუმცა მხოლოდ გამბედაობა და იდეის ქონა, როგორც მოცემულობა, არ არის საკმარისი, საჭიროა ეს იდეა გახდეს გამოწვევა ყველა წინააღმდეგობისა და საკუთარი თავის მიმართ და მიიღოს რეალური მასშტაბები, საჭირო ცოდნის აკუმულაციისა და საქმისთვის საჭირო დროის გამოთავისუფლებით, პრიორიტეტებზე სწორი კონცენტრაციის გზით.
შედეგად, ამ თანმიმდევრულ, პატარ-პატარა მიღწევებს მოაქვს თავდაჯერებულობა და თავისუფლება, რომ მოვხვდეთ სწორ დროსა და საჭირო ადგილას, რაც საბოლოო ჯამში წარმატებასა და თვითრეალიზებაში გარდაისახება და გვაძლევს დამატებით მუხტს იმისთვის, რომ შევერკინოთ უფრო დიდ გამოწვევებს.
Spotlight-ის შემდეგ ანიმაცია უკვე „ალიანსის” ოფიციალურ გვერდებზეც გამოჩნდა და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მისი შექმნის იდეასა და დეტალებზე გიორგი პაპუნაიშვილს, კომპანიის ბიზნესის განვითარების უფროს მენეჯერს ვესაუბრეთ:
M: გიორგი, რომ მოგვიყვეთ ვიდეოს შექმნის იდეაზე და იმ მიზნებზე, რამაც გადაგაწყვეტინათ ანიმაციური ვიდეოს მომზადება?
ჩვენი კამპანია, #დაძარი, ზაფხულში დაისტარტა, რომლის იდეაც ენერგიის მუდმივობასა და მოძრაობის, პირველი ნაბიჯით დაწყებული სვლის სიმბოლიკაა. ეს ნარატივი კარგად ეხმაურება ალიანსის ახალ პროექტ „ალიანს ცენტროპოლისს“, როგორც სრულყოფილ საინვესტიციო ბიზნეს პროდუქტს, თავისი მულტიფუნქციურობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ეს ხედვა თავიდან ბოლომდე იზიარებს ალიანსის, როგორც ბრენდის მსოფლმხედველობას.
პროექტზე ორიენტირებული საიმიჯო ვიდეოს შემდეგ, რომელიც ზაფხულში გავუშვით, ამჯერად გვინდოდა, უფრო პერსონალურად, თითოეული ადამიანის ყოველდღიურობასთან თანხვედრაში გვეჩვენებინა კამპანიის იდეა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ანიმაცია, რომელიც გააერთიანებდა კაპანიის სათქმელს, მიიტანდა მაყურებლამდე და დააფიქრებდა მას, უბიძგებდა მოქმედებისკენ.
M: სიტყვები: იდეა, გამბედაობა, ძალა და სხვა, რომლებსაც ანიმაციაში ვხედავთ – რა საერთო კონცეფციის ქვეშ ერთიანდება და როგორ არის დაკავშირებული ალიანსთან, როგორც ბრენდთან?
იდეის, ცოდნის, დროის უკმარისობა – ეს ის მიზეზებია, რომლებსაც ძირითად შემთხვევებში ვასახელებთ, როცა წარუმატებლობის შიშის საფუძველზე გამბედაობა არ გვყოფნის საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის.
ამასთანავე, თითოეული კომპონენტი კავშირშია ერთმანეთთან და ენერგიის მუდმივობის კანონის მსგავსად, პირველი გამოწვევის, გამბედაობის მოკრებისა და წარუმატებლობის შიშის დაძლევით მოძრაობის დაწყება, დომინოს პრინციპით ხელს უწყობს განვითარებასა და წარმატებისკენ სვლას.
ალიანსმა, როგორც ბრენდმა, სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში შეცვალა თამაშის წესები და გახდა წარმატების ეტალონი სხვა დეველოპერული კომპანიებისთვის. შესაბამისად, მასშტაბური პროექტებისა და წამოწყებებისთვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია მსგავსი გამოწვევების გადალახვა. ანიმაციით კი გვინდოდა ჩვენი გამოცდილება და დაკვირვებები გაგვეზიარებინა მაყურებლებისათვის.
M: თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი იდეების დაძვრისკენ მოწოდება?
ახალი იდეების გენერირება და განხორციელება ერთადერთი გზაა განვითარებისთვის. ყველა დიდი იდეა თავიდან წარმოუდგენლად რთულად რეალიზებადი, ან საერთოდ არარეალური შეიძლება ჩანდეს, თუმცა სწორედ ასეთი იდეების განხორცილება არის ტრანსფორმაცია და პროგრესი, რომელიც ქმნის გლობალურ ცვლილებებს.
ჩვენს ყოველდღიურობაში ისედაც ბევრი გარემოება გვრთგუნავს და გვაფერხებს წინსვლაში, ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხშირად მოვუწოდოთ სხვებს და მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელთაა – მთავარია სურვილი, მონდომება, შრომა და გამბედაობა.
M: და ბოლოს, თქვენი აზრით, რა შეუძლია „ერთი შეხედვით წარმოუდგენელ, მაგრამ ერთი შეხებით დაწყებულ სვლას?”
ხშირ შემთხვევაში რთულია, შეაფასო ნებისმიერი საქმე ობიექტურად, მისი მიზნობრიობა, შედეგიანობა და სირთულე წინასწარ, სანამ ამ საქმის კეთებას არ დაიწყებ. რა თქმა უნდა, პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მომზადება, დაგეგმვა, დაფიქრება და გააზრება, თუმცა გადამწყვეტი მაინც ყოველთვის მოქმედების დაწყებაა, რადგან მხოლოდ ქმედებითა და მოძრაობაში ყოფნითაა შესაძლებელი არამატერიალური იდეის მატერიალიზება, მის რეალობად ქცევა.
შესაბამისად, კითხვაზე თუ რა შეუძლია „ერთი შეხედვით წარმოუდგენელ, მაგრამ ერთი შეხებით დაწყებულ სვლას?” ჩემი პასუხია – ყველაფერი!
მიმაჩნია, რომ თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, რასაც გულით დაისახავს, თუ ეს სურვილი არის გააზრებული.
გამბედაობა, ძალა, იდეა, გამოწვევა, ცოდნა, მიზანდასახულობა, დრო, წარმატება – ეს არის მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ერთი ნაბიჯით იწყება. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ იდეის მუხტს ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ალიანსელისთვისა და რიგითი ადამიანისთვის, პერსონალური მნიშვნელობა აქვს.
[R]