in

„ალიანს ცენტროპოლისი” — წარმატებული ინვესტიცია უძრავ ქონებაში

უძრავ ქონებაში ინვესტირების მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ და მის სპეციფიკას, უპირატესობებს თუ მახასიათებლებსაც გავეცანით. ამ ზოგადი მიმოხილვის შემდეგ კი დროა, უშუალოდ საქართველოში გადმოვინაცვლოთ, სადაც უკვე წლებია, აქტიურად ვითარდება აღნიშნული სექტორი, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე ფართო შესაძლებლობას დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი ქმნის.

„ალიანს ჯგუფი“ 2005 წლიდან მასშტაბური საინვესტიციო, მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას, ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: World Trade Center, Hyatt Centric, Marriott, Wyndham Hotels, Courtyard by Marriott, Aimbridge International, McInerney International.

ამასთანავე, კომპანია ინვესტორებს პორტფოლიოს დივერსიფიცირებას განსხვავებული ლოკაციის თუ კონცეფციის ნიშურ პროექტებში — ალიანს რენესანსში, ალიანს ცენტროპოლისში, ალიანს ჰაილენდსში, ალიანს ფრივილიჯში, ალიანს ჰაილაინსა და ალიანს პალასში, საქართველოს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველ ქალაქებში: ბათუმში, თბილისში, ქობულეთსა და გოდერძიზე სთავაზობს.

სწრაფად მზარდი უძრავი ქონების ინდუსტრიაში ალიანსის მულტიფუნქციური კომპლექსები და მოდერნისტული აპარტამენტები ინვესტორებისთვის მზარდ პერსპექტივას წარმოადგენენ.

დღეს „ალიანს ცენტროპოლისს“ განვიხილავთ, რომელიც ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს და კომპანიისა თუ რეგიონის ყველაზე მულტიფუნქციურ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს.

ალიანს ცენტროპოლისი

„ალიანს ცენტროპოლისის“ საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. პროექტი საერთო პოდიუმით დაკავშირებულ 3 — A, B და C თაუერს, კავკასიის პირველ World Trade Center (WTC)-ის საგამოფენო სივრცეს, 5* სასტუმრო Hyatt Centric-ს, პრემიუმ სეგმენტის საინვესტიციო აპარტამენტებსა და 24 უნიკალურ ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

A თაუერს Hyatt Centric იკავებს, ხოლო B და C თაუერებში მოდერნისტული დიზაინის საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება. კომფორტისა და ფუნქციონალობის სინთეზით აპარტამენტებიდან ზღვის, ქალაქისა და მთის ხედები იშლება.

საერთაშორისო კოლაბორაციები

„ალიანს ცენტროპოლისი“ ამერიკული World Trade Center-ის პირველი პარტნიორია რეგიონში. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ასოციაცია 100-მდე ქვეყანაში 300-ზე მეტ მრავალპროფილურ კორპორაციათა ქსელს წარმოადგენს.

World Trade Center წლიურად 6 000-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და ღონისძიებას მასპინძლობს, რაც პროექტის, ისევე როგორც რეგიონის, ცნობადობას აამაღლებს და უზრუნველყოფს „ალიანს ცენტროპოლისის“ მუდმივ, 4-სეზონურ დატვირთულობას.

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ ადგილობრივი ბიზნესებისთვის ერთგვარ მედიატორის როლს შეასრულებს საერთაშორისო ბაზართან მიმართებაში — WTC-ის გლობალურ ექსპერტთა გამოცდილება, ბენეფიტური იქნება ლოკალური ორგანიზაციებისთვისა და ბიზნესებისთვის, რომელთაც გლობალურ ასპარეზზე გასვლა სურთ.

გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, „ალიანს ცენტროპოლისი“  5* Hyatt Centric-საც უმასპინძლებს, რომელიც Upscale ამერიკული სასტუმროთა ქსელის რიგით მეცხრე ობიექტი იქნება ევროპაში.

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით, ჰაიატის თითოეული დამსვენებელი ისარგებლებს. კოსმოპოლიტურ ბრენდს სტუმრებზე ინდივიდუალურად ზრუნვის დიდი კულტურა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც Hyatt-ს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის ბრენდად აქცევს.

ჰაიატისა და „ალიანს ცენტროპოლისის“ კოლაბორაცია პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო ამყარებს და ხაზს უსვამს მის რეგიონულ მნიშვნელობას.

„ალიანს ცენტროპოლისის“ ინფრასტრუქტურული კომპონენტები

გამორჩეული არქიტექტურული ნიშით, საერთაშორისო პარტნიორობებით, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ხარისხითა და მომსახურებით, ალიანს ცენტროპოლისი უალტერნატივო კომპლექსია, რომელიც ყველა იმ სივრცეს მოიცავს, რაც დამსვენებელს თუ რეზიდენტს მაქსიმალური კომფორტისა და ყოველდღიურობისთვის სჭირდება.

ალიანს ცენტროპოლისი აერთიანებს:

  • A-კლასის ბიზნეს ცენტრს;
  • A-კლასის სავაჭრო ცენტრს;
  • კაზინოს;
  • ღია სამუშაო სივრცეებს;
  • საკონფერენციო დარბაზს;
  • შეხვედრების ოთახებს;
  • საღონისძიებო სივრცეს;
  • კინოთეატრს;
  • ბოულინგ სივრცეს;
  • ბავშვთა გასართობ ცენტრს;
  • დახურულ საცურაო აუზს;
  • სპას;
  • ფიტნეს ცენტრს;
  • რესტორანს;
  • რუფტოფ ტერასას;
  • გასტრონომიულ სივრცეს;
  • მისაღებ ლაუნჯს;
  • ბარს;
  • 10 000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას;
  • „ალიანს ცენტროპოლისის“ კერძო სანაპიროს;
  • ადგილობრივ, 3-დონიან პარკინგს.

ამდენად მასშტაბური კოლაბორაციებითა და უნიკალური კონცეფციით, „ალიანს ცენტროპოლისი“ ბათუმისა და რეგიონის MICE ტურისტულ, ბიზნეს ჰაბს წარმოადგენს, რომელიც უცხოური კომპანიების კონცენტრაციას მოახდენს ბათუმში, რაც კომპლექსის მუდმივი დატვირთულობით და შედეგობრივად, აქ განხორციელებული ინვესტიციის მყარი ფინანსური უკუგებით გამოიხატება.

ადგილმდებარეობა, როგორც საინვესტიციო უპირატესობა

უძრავი ქონების შეძენის პროცესში, ლოკაცია — კონკრეტულად კი მიმზიდველი, ერთგვარი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი, დინამიკური ბუმთაუნია, სადაც არაერთი მასშტაბური და საინვესტიციოდ მომგებიანი კომპლექსის დეველოპმენტი ხორციელდება.

„ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონის წამყვანი ქალაქის პრემიალურ — ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. ვინაიდან ბათუმი სწრაფად განვითარებად დინამიკას უწყობს ფეხს, ამ ტემპის მრავალფეროვან ადგილმდებარეობასთან პროექტის სინთეზი იდეალურ გარემოს ქმნის როგორც მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ისე დროებითი ვიზიტორებისა თუ ტურისტებისთვის.

რა განაპირობებს ალიანს ცენტროპოლისის საინვესტიციო მიმზიდველობას?

უძრავი ქონება ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებასა და ღირებულ აქტივს წარმოადგენს, რომელიც უკუგებისა და ღირებულების ზრდის მაჩვენებლის მაღალი  დინამიკით გამოირჩევა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ალიანს ცენტროპოლისი“ თითოეული მახასიათებლის, კომპონენტისა და პარტნიორობის გათვალისწინებით, უნიკალური საინვესტიციო კომპლექსია:

პრემიალური ლოკაცია სანაპიროს პირველ ზოლზე, კომპლექსის იდეალურ საცხოვრებელ და საინვესტიციო პირობებს ქმნის, ხოლო მუდმივი მოთხოვნა ამ სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე ღირებულების ზრდის მაღალ დინამიკას განაპირობებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური კოლაბორაციების მასშტაბურობით, პროექტი რეგიონში უანალოგოა. კავკასიის პირველი World Trade Center და Hyatt Centric Boulevard Batumi, ქალაქს მიმზიდველ ტურისტულ, ბიზნეს და საინვესტიციო დანიშნულებად აქცევენ, რითაც გაამყარებენ „ალიანს ცენტროპოლისის“ საინვესტიციო მიმზიდველობას და დატვირთულობას.

იმავდროულად, ერთ მასშტაბურ სივრცეში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტების ერთიანობა კომფორტულ, მიმზიდველ გარემოს ქმნის პროექტის ვიზიტორებისთვისა თუ მაცხოვრებლებისთვის და განაპირობებს „ალიანს ცენტროპოლისის“ საინვესტიციო მიმზიდველობას, ხოლო ბათუმს იდეალურ საინვესტიციო Hotspot-ად აქცევს, გონივრული ინვესტიციის განხორციელებისთვის.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

Windows 95-ის გზამკვლევი მეთიუ პერისა და ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით

უნიკალური კონცეფციისა და დიზაინის თაუნჰაუსები თბილისი ჰილსში