in

როგორ შეიქმნა „ალიანს ჯგუფის“ განახლებული ინოვაციური ვებგვერდი, დინამიკური ფუნქციონალით

კომპანიის ვებგვერდი მისი სავიზიტო ბარათია. სწორედ ესაა მთავარი ციფრული სივრცე, სადაც ის საკუთარ მომხმარებლებსა თუ სამიზნე აუდიტორიას მასპინძლობს. ვებგვერდის არქიტექტურა კი საიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და „ალიანს ჯგუფმა“ ეს ძალიან კარგად იცის. სწორედ ამიტომ, კომპანიამ ახალი თანამედროვე, დინამიკური და მოქნილი ვებსივრცე შექმნა.

„ალიანს ჯგუფის“ ხედვამ სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესის მასშტაბური არეალი მოიცვა და ვებგვერდი არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის სამაგალითო სივრცედ აქცია. Alliance.ge-ს განახლებული ციფრული სივრცე მომხმარებლების საჭიროებებს მოარგეს და თანამედროვე ტექნოლოგიური ფუნქციონალი დანერგეს. განახლებულ ვებგვერდზე „ალიანს ჯგუფმა“, ვებდეველოპერულ კომპანია Connect-სა და Palindroma-თან კოლაბორაციით იმუშავა, რაზეც „ალიანს ჯგუფის“ ციფრული მარკეტინგისა და პროდუქტის მენეჯერი ქართლოს უგრეხელიძე და Palindroma-ს ინტერაქციული პროდუქტის მენეჯერი ელენე ჭავჭანიძე გვესაუბრნენ.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორია ვებგვერდის კონცეფცია?

ქართლოს უგრეხელიძე: ვებგვერდის კონცეფცია ეფუძნება მომხმარებლისა და ბრენდის  პირველ გადაკვეთას, რომელიც ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით ხდება. უშუალოდ პროცესების დაძვრამდე, შიდა აუდიტორიისა და ბაზრის კვლევა ჩავატარეთ. გვინდოდა სიღრმისეულად შეგვესწავლა, რა გამოწვევების წინაშე ვიდექით და განგვესაზღვრა, თუ როგორ გვეპასუხა ამ გამოწვევებისთვის.

კვლევითი ფაზის დასრულების შემდეგ, უკვე მთავარი კონცეფციის შეკვრაზე გადავედით და მიზნად დავისახეთ მაქსიმალურად User-Friendly ინტერფეისის მქონე, უნიკალური დიზაინის ვებგვერდის შექმნა, რომელიც სრულად მოერგებოდა როგორც ლოკალურ თუ საერთაშორისო მომხმარებელს, ისე თამამად უპასუხებდა თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსაც.

M: რა გაკეთდა, პროექტის ფარგლებში?

ელენე ჭავჭანიძე: პირველ ეტაპზე, „ალიანსის“ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად განვიხილავდით და ვთანხმდებოდით, როგორც კონცეფციაზე, ასევე ტექნოლოგიებზე, თუ ვინ იქნებოდა ჩართული ამა თუ იმ მიმართულებაში. მოგეხსენებათ, პლატფორმის შექმნა არის მრავალშრიანი პროცესი და მრავალი კომპეტენციის ადამიანს აერთიანებს. მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა იყო. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფის მიერ განისაზღვრა მეთოდოლოგია, რომელიც Google-ის სტანდარტს გულისხმობს. სრული პროცესის გეგმა მოიცავდა: მომხმარებლის კვლევას, კვლევის საფუძველზე კონცეფციის შემუშავებას, ვიზუალური ლოგიკის შექმნას, საიტის კოდირებას, ტესტირებას, ხარისხის კონტროლს, კონტენტის ადაპტირებასა და გაშვებას ონლაინ სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა ეტაპს თან ახლდა ინტენსიური ერთობლივი მუშაობა.

ქართლოს უგრეხელიძე: მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. უამრავი ალტერნატივა განვიხილეთ, თამამი ექსპერიმენტული გადაწყვეტილებებითა და კრეატიული მიდგომებით, შევჯერდით იმ ძირითად საკითხებზე, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა დინამიკური დიზაინის, სრულყოფილი პრაქტიკული კომპონენტებით გაჯერებული ვებსივრცე, სადაც თითოეული მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ბრენდისა თუ პროდუქტის შესახებ.

M: რა მთავარი კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ვებგვერდი?

ელენე ჭავჭანიძე: მთავარი სამუშაო პრინციპი, ჩვენთვის ყოველთვის არის თანამედროვე სტანდარტი, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი და მაღალი სამუშაო ეთიკა. შემოქმედებით-ვიზუალურ მიმართულებაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო დავით რიკიაშვილმა. „ალიანს ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ინფორმაციის სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდა, შეიქმნა ვირტუალური მომხმარებლის ტიპი, რომელიც აერთიანებდა ყველა საკვანძო საკითხს. შეიქმნა პლატფორმის კონცეფცია, სრული ვიზუალი, განისაზღვრა ინტერაქციულობა და ა.შ. როგორც ყველა შემოქმედებით საქმეში, საიტის შექმნის დროსაც აუცილებელია უკვე არსებული პლატფორმებისა და მიმდინარე პროექტის უნიკალურობის თანაფარდობა. სწორედ ამ ანალიზის შედეგად შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ „ალიანს ჯგუფის“ ვებგვერდი ექსკლუზიურია, რაც ზუსტი პროფესიული ხედვისა და შემოქმედების შედეგია.

M: გვიამბეთ პლატფორმის ინტერაქციულობაზე. რა საინტერესო და გამორჩეული ფუნქციონალით შეუძლია მომხმარებელს სარგებლობა?

ქართლოს უგრეხელიძე: ვებგვერდის დაგეგმარება 3 ფაზად, ე.წ Scope-ად დავყავით, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ფუნქციონალისა და ტექნიკური გადაწყვეტების საკითხის მოგვარება იყო. კარგად გვქონდა გააზრებული, თუ რა ფუნქციური უპირატესობები უნდა ჰქონოდა საიტს და რაზე უნდა ყოფილიყო დასმული მართებული აქცენტები.

ვებგვერდზე ჩაშენებულია ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა აპარტამენტების შერჩევის პანელი, საინვესტიციო უკუგების სისტემა, ინდივიდუალურ აპარტამენტებთან დაკავშირებული კალკულატორი, ბლოგი, სადაც ქვესექციებად გაერთიანებულია ისეთი თემები, როგორიც ბიზნესი, ტურიზმი, ინვესტიცია, კომპანიის სიახლეები, თუ ის კონტენტია, რომლითაც ჩვენი პოტენციური მომხმარებელი შეიძლება იყოს დაინტერესებული.

საიტი მომხმარებელს დეტალურად აცნობს როგორც ბრენდს, ასევე, საინვესტიციო პროდუქტს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს ჩვენი ყველა პროექტის მშენებლობის პროცესს ლაივ რეჟიმში და მიიღოს განახლებული ინფორმაცია, სამშენებლო რეპორტების სახით.

მრავალფუნქციურობის პარალელურად, მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ საიტი ყოფილიყო მსუბუქი და მარტივი როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად. „პალინდრომასთან“ ერთად, საჭირო კრიტერიუმების დაცვითა და შესაბამისი კრეატიული გადაწყვეტილებების მეშვეობით, წარმატებით  გავუმკლავდით ყველა გამოწვევას.

M: როგორ გააუმჯობესებს განახლებული პლატფორმა მომხმარებლის გამოცდილებას?

ელენე ჭავჭანიძე: მთავარი აქცენტი მომხმარებელზე გაკეთდა. როცა დაინტერესებული პირი შემოვა Alliance.ge-ზე საჭირო ინფორმაციას მიიღებს მარტივად, ამომწურავად, ინტუიციურად შეძლებს ნავიგაციას და პროცესი სასიამოვნო იქნება. საიტის ინტუიციური მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასეთ დროს, მომხმარებელს უჩნდება განცდა, რომ საიტი სრულად ემორჩილება მას – საჭირო ინტენსივობით აწვდის მისთვის სასურველ ინფორმაციას და მარტივად აკეთებს ამა თუ იმ მანიპულაციას.

ქართლოს უგრეხელიძე:

მთავარი მიმართულებები კონკრეტულ ფუნქციონალებს მივუსადაგეთ. მაგალითად, თუ მომხმარებლის ინტერესი უშუალოდ ფინანსურ დეტალებსა და ინვესტიციის მომგებიანობასთანაა დაკავშირებული, სასურველი ინფორმაცია ინვესტიციის გვერდიდან შეუძლია მიიღოს, ხოლო პროექტის ბენეფიტურობის დეტალური გაცნობისთვის, პროექტისა და აპარტამენტების გვერდზე გადავიდეს.

აპარტამენტების ნაწილში დინამიკურად, 360-გრადუსიანი ხედებით, 3D გეგმარებებით, რენდერებით, ვიზუალებითა და სრულყოფილი პროექციით პროექტის თითოეულ კომპონენტთან გაცნობის შესაძლებლობა შევქმენით.

საიტის ჩაშვების დღიდან, აქტიურად ვადევნებთ თვალს მომხმარებლის ქცევას, საიტის ფუნქციონალთან ადაპტაციას და გვახარებს მათი პოზიტიური გამოცდილების  თვალსაჩინოება როგორც  უკუკავშირში, ისე ანალიტიკაშიც. ამასთანავე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და აკუმულირებული გამოცდილებით, გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაჯერებული მონაცემთა ბაზა, რომელიც შიდა და გარე კვლევებს მოიცავს. ეს ყოველივე, კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სწორი და მიზანმიმართული მარკეტინგული ნაბიჯებით ჩვენი საიტის გაუმჯობესებაზე, მუდმივად ვიზრუნოთ.

M: თქვენი ხედვით, რა გამოარჩევს პლატფორმას ბაზარზე?

ელენე ჭავჭანიძე: მიუხედავად იმისა, რომ საიტი ჩაშვებულია ონლაინ სივრცეში, მასზე მონიტორინგი ინტენსიურად გრძელდება და ემატება ახალი მიზნებიც. მთელი ეს პროცესი ემსახურება პლატფორმის კიდევ უფრო სრულყოფას, მუდმივ ძიებას უკეთესობისკენ. ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც განუწყვეტლივ სჭირდება ზრუნვა და განვითარება. ობიექტურად რომ ვთქვა, პლატფორმა 100%-ით გამოხატავს „ალიანს ჯგუფს“. ეს გახლავთ ლიდერი, ამბიციური, გამორჩეული არქიტექტურისა და ვიზუალის მქონე, რომელიც ღირსეულად პოზიციონირებს არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

ქართლოს უგრეხელიძე: „ალიანს ჯგუფი“ არის ბრენდი, რომელმაც არაერთი თანამედროვე ტენდენცია დანერგა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე. „ალიანსის“ თითოეული პროექტი თავისი მნიშვნელობითა და ნიშით, გამორჩეულად დასამახსოვრებელი ხდება თითოეული ადამიანისთვის. ამ მსოფლმხედველობის ციფრულ სამყაროში ზედმიწევნით გადმოტანისთვის შეიქმნა Alliance.ge-ც, რომელიც სრულიად იზიარებს ბრენდის ნოვატორულ ღირებულებებსა და მახასიათებლებს.

ორმა ასტრონომმა კოსმოსური ნარჩენების კატალოგი შექმნა

Rakuten Viber საქართველოსა და გლობალურ ბაზარზე განვითარების გეგმებს გვიზიარებს