in

„ალიანს ჯგუფმა“ და კომპანია RCI-მ, დასვენების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება გააფორმეს

სამშენებლო – დეველოპერულმა კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ აპარტამენტების გაცვლით სისტემაში ჩართულ კომპანიასთან, RCI ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს.

შეთანხმების მიხედვით, ვინც ბათუმის „ალიანს პალასსა“ და თბილისის „თბილისის ალიანს ჰაილაინში“ აპარტამენტს შეიძენს, „ალიანს ჯგუფის“  პრივილეგირებული კლუბის და ავტომატურად, RCI-ის საერთაშორისო კლუბის წევრი ხდება. ეს ნიშნავს, რომ, დასვენების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მეპატრონეს შეუძლია საკუთარი აპარტამენტი, გარკვეული დროით, RCI-ს დაუთმოს. სანაცვლოდ კი, მინიჭებული ქულებით, ქსელში შემავალ 4 000-ზე მეტ კურორტზე დაისვენოს, თანაც ისე, რომ დრო, ადგილი და პირობები თავად შეარჩიოს. როგორც „ალიანს ჯგუფში“ ამბობენ, ამ ეტაპზე, აპარტამენტების გაცვლით სისტემაში ორი პროექტია აფილირებული, თუმცა, სამომავლოდ, კიდევ რამდენიმე ობიექტის ჩართვა იგეგმება.

„ალიანს ჯგუფისა“  და RCI-ის წარმომადგენლების თქმით, აპარტამენტების გაცვლითი სისტემის ფარგლებში მათი თანამშრომლობა საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც, ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას შეცვლის.

როგორც „ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და გენარალური დირექტორი აკაკი სონგულია ამბობს,  RCI-სთან ახალი პარტნიორული შეთანხმებით, კომპანია აპარტამენტების მესაკუთრეებს „ ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრობას სთავაზობს.

„რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ კონკრეტულ პერიოდში არ გსურთ თქვენი  აპარტამენტის გაქირავება , ამ დროის სანაცვლოდ შეგიძლიათ დაისვენოთ მსოფლიოს 120 ქვეყანაში არსებულ 4000-ზე მეტ კურორტზე. დასვენების სფეროში RCI ლიდერია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო და წამყვან სასტუმროებს. ეს გლობალური ქსელია, ინტერნეტ პორტალი, სადაც შეგყავთ თქვენი მოგზაურობის პერიოდი და აპარტამენტის გაცვლის საშუალებით, შეგიძლიათ, დაისვენოთ თქვენთვის სასურველ დროს და ადგილზე. ამ მომსახურების მიღებისთვის საკმარისია იყოთ „ ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტების მფლობელები“ , – განაცხადა აკაკი სონგულიამ.

„ალიანსის დასვენების კლუბის“ დამფუძნებელი თემურ ბიწაძე და „ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და გენარალური დირექტორი აკაკი სონგულია

„ალიანსის დასვენების კლუბის“ დამფუძნებელი თემურ ბიწაძე ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთახნმება გაზრდის საქართველოს მიმართ ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში  ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.

„ხელშეკრულება ახალი ტურისტების ნაკადის წამოსვლას განაპირობებს, იმ ტურისტების, რომლებიც ამავე „გაზიარებული საკუთრებით“ თავიანთ აპარტამენტებს გაცვლიან საქართველოში დასვენებაზე.  მოგეხსენებათ, RCI-ში გაწევრიანებულია 4 000 000-ზე მეტი წევრი, მაგრამ ამ წევრებთან ერთად უნდა ვიგულისხმოთ მათი ოჯახებიც. შესაბამისად, თუკი ჩვენ საქართველოში წამოსული პოტენციური ტურისტების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ეს დაახლოებით 10 – 15 000000 ადამიანი იქნება. შთამბეჭდავი ციფრია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”.

რაც შეეხება თავად RCI-ს, რომელიც მსოფლიოს დასვენების ინდუსტრიაში 50 წელზე მეტია მოღვაწეობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, დიმიტრის მინიკისის თქმით, საქართველოსთან და „ალიანს ჯგუფთან“ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ფაქტორები განაპირობებს.

„ თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის უნიკალურობის გამო გადავწყვიტეთ. საქართველოში, მართლაც, საოცარი ხალხი ცხოვრობს. ტურიზმის თვალსაზრისით, მომხიბვლელია ზღვისა და მთის ერთმანეთთან სიახლოვე, მართლაც გამორჩეული სამზარეულო და რაც მთავარია, დიდი ტურისტული პოტენციალი. ჩვენთვის ეს საინტერესო და ახალი სივრცეა“.

RCI -ის განვითარების ხელმძღვანელი სერგეი ეგოროვი და RCI-ის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრის მინიკისი

RCI -ის განვითარების ხელმძღვანელმა, სერგეი ეგოროვმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება და ქვეყანას ძალიან საინტერესო ტურისტული პოტენციალი აქვს.

„ წლებია ვაკვირდები საქართველოს და უნდა აღვნიშნო ის დადებითი ემოცია, რასაც ეს ქვეყანა განვითარების კუთხით იწვევს. ძალიან საინტერესოა საქართველო ტურისტული პოტენციალით. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველთვის კარგი გამოწვევაა დაიწყო ბიზნესი ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი პარტნიორია „ალიანს ჯგუფი“. მათთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გვაქვს და ვხედავთ, ამ კომპანიის სიძლიერესა და გამჭვირვალობას, ეს კი ბიზნესში ყველაზე დასაფასებელი კრიტერიუმებია“, – განაცხადა სერგეი ეგოროვმა.

[R]

ადამიანები, როგორც Coca-Cola-ს განუყოფელი ნაწილი – პრინტ კამპანია  

შემოქმედების ენერგია! „აქციე იდეა რეალობად“ – „ტექნოპარკის“ გრაფიკული ვიდეორგოლი