10-12 თებერვალს ცენტრალური აზიის უმსხვილეს სამშენებლო ფორუმ UzBuild 2026-ზე საქართველოს დეველოპერული სექტორი „ალიანს ჯგუფმა” წარადგინა.
B2B ფორმატის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიაზე ალიანსის კომერციულმა დირექტორმა, თემო ბიწაძემ, აუდიტორიას ბრენდის 20-წლიანი საოპერაციო თუ სამშენებლო ექსპერტიზა გაუზიარა და ისაუბრა უზბეკეთის, როგორც ახალი პერსპექტიული მიმართულების მნიშვნელობაზე.
UzBuild-ის 2026 წლის ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო 22-მა ქვეყანამ და 418-ზე მეტმა ლოკალურმა თუ საერთაშორისო კომპანიამ.
პირველად რეგიონული მნიშვნელობის ფორუმზე, საქართველოს დელეგაცია კოლექტიური სტენდით იყო წარმოდგენილი.
UzBuild 2026 მიზნად ისახავდა საერთაშორისო პლატფორმაზე – ახალი სამშენებლო ტენდენციების გაზიარებასა და პარტნიორული კავშირების ფორმირებას.
[პარტნიორის კონტენტი]











