in

დაიწყე წელი ახალი ინვესტიციით – საახალწლო შეთავაზებები ალიანსისგან

„ალიანს ჯგუფმა” მომხმარებლებს დეკემბრის თვის განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები წარუდგინა.

დაინტერესებულ პირებს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება და გონივრული ინვესტიციის განხორციელება, ალიანსის დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში, საახალწლო აქციის განსაკუთრებული პირობებითა და ექსკლუზიური ბენეფიტებით შეუძლიათ.

სპეციალური საახალწლო შეთავაზება, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით არის აქტიური, კომპანიის 3 კონცეპტუალურად განსხვავებულ პროექტზე – ალიანს ცენტროპოლისზე, ალიანს რენესანსსა და ალიანს ჰაილენდსზე ვრცელდება.

რას მოიცავს საახალწლო შეთავაზება?

ალიანს ცენტროპოლისი კავკასიის ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, რეგიონის პირველ World Trade Center-ს (WTC), 5* სასტუმრო Hyatt Centric Batumi Boulevard-სა და 24 უპრეცედენტო ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

კომპლექსში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები – ბიზნეს ღონისძიებებით, ფორუმებითა და სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებული გამოცდილებით, უზრუნველყოფენ პროექტისა და რეგიონის მუდმივ, 4-სეზონურ დატვირთულობას.

სპეციალური საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, ისარგებლე განსაკუთრებული გადახდის პირობებით სამივე აპარტამენტზე:

სტუდიო:

  • 0%-იანი პირველადი შენატანი;
  • გახანგრძლივებული შიდა უპროცენტო განვადება 60 თვეზე;
  • შემცირებული ყოველთვიური შენატანი.

ერთ და ორსაძინებლიანი აპარტამენტები:

  • 0%-იანი პირველადი შენატანი;
  • სრული ღირებულების 60% გახანგრძლივებული შიდა უპროცენტო განვადებით, 60 თვეზე;
  • საბოლოო შენატანი: 40%;
  • მხოლოდ 1%-იანი ყოველთვიური შენატანი.

ალიანს ცენტროპოლისში ინვესტირებით, დაინტერესებული პირები რეგიონული მნიშვნელობის, MICE ტურისტული და ბიზნეს ჰაბის ნაწილი გახდებიან.

ალიანს რენესანსი – ინოვაციური ველნეს მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროდან 30 მეტრში მდებარეობს და 3 თაუერს, დამოუკიდებელ, 14-სართულიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 25-ზე მეტ თერაპიულ, თუ სპორტულ სივრცეს აერთიანებს.

პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ველნეს ინდუსტრიის მზარდი დინამიკა, მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ჯგუფი და კომპლექსის ინფრასტრუქტურული, თუ გამაჯანსაღებელი მიმართულებების მრავალფეროვნება განაპირობებენ.

ალიანს რენესანსის სპეციალური საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები მოქნილი გადახდის პირობებით ისარგებლებენ სტუდიოს ტიპის, ერთ და ორსაძინებლიან აპარტამენტებზე:

  • 0%-დან 10%-მდე პირველადი შენატანი;
  • გახანგრძლივებული შიდა უპროცენტო განვადება, 60 თვეზე;
  • საჩუქრად 2024$-იანი ფასდაკლება და 5-დღიანი დასვენება კურორტ გოდერძიზე.

ალიანს რენესანსში ინვესტიციის განხორციელებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ფორმირებასთან ერთად, უიშვიათესი ველნეს პროცედურების გამოცდას რეგიონის პირველ სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საინვესტიციო კომპლექსში შეძლებთ.

ალიანს ჰაილენდსი ალპური ტიპის სამთო-რეკრეაციული კომპლექსია, რომელიც კავკასიის შთამბეჭდავ ლანდშაფტში, კურორტ გოდერძიზე მდებარეობს.

მაღალი კლასის ლოფტ-რეზიდენციებთან ერთად, პროექტი სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურასა და დამოუკიდებელ, სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს აერთიანებს.

განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებით, პორტფელის დივერსიფიცირებას ალიანს ჰაილენდსში სპეციალური პირობებით შეძლებთ:

  • 10%-იანი პირველადი შენატანი;
  • 0%-იანი შიდა უპროცენტო განვადება, 36 თვის განმავლობაში;
  • 5-დღიანი დასვენება პროექტის სასტუმროში, კურორტ გოდერძიზე საჩუქრად.

ალიანს ჰაილენდსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული რეკრეაციული უძრავი ქონების კონცეფციითაა ფორმირებული, დაინტერესებულ პირებს ნიშურ, ლოფტ-რეზიდენციის მესაკუთრეობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო შეთავაზების სპეციალური პირობით სარგებლობა 31 დეკემბრამდე არის შესაძლებელი და “ალიანს ჯგუფის” მრავალპროფილური საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში, გონივრული ინვესტიციის განხორციელება სწორედ ახლა, რეგიონული მნიშვნელობის ბიზნეს, ველნეს და რეკრეაციულ უძრავ ქონებებში შეგიძლიათ.

[პარტნიორის კონტენტი]

Google Maps პერსონალურ ინფორმაციაზე მეტ კონტროლს მოგცემთ

„მე ვარ დათა, მეოცნებე და შემქმნელი“