Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! დღე, რომელსაც სამი წელი ველოდით, ახლოვდება. 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მეგობრებს შორისაა „ალიანს ჯგუფი“. ღონისძიების მხარდაჭერის შესახებ, „ალიანს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ანდრიაძე გვესაუბრა.
M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?
სფოთლაითი საინტერესო იდეების, მიგნებებისა და პერსონალური თუ პროფესიული გამოცდილებების გაზიარების ტრადიციაა. გარდა იმისა, რომ ღონისძიება მარკეტინგის სამყაროს დაინტერესებულ ადამიანებს აცნობს, ის მუდმივად აგენერირებს სიახლეებს მათთვისაც, ვინც დიდი ხანია მარკეტინგში მოღვაწეობს.
წლების განმავლობაში, სფოთლაითი გახდა ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული მოვლენა საქართველოში. ღონისძიებაზე პლატფორმა ეძლევათ ადამიანებს, რომლებიც ინოვაციური მიგნებებიდან, გამოწვევებამდე გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რაც თავისთავად ავითარებს ინდუსტრიას და აძლევს მას საინტერესო კოლაბორაციებისა თუ წამოწყებებისთვის საჭირო მუხტს.
M: თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც მომართულია ინოვაციების, ახალი წამოწყებებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.
გარდა ამისა, მოტივაცია, სფეროს წახალისება, ახალი კონტაქტების დამყარება, ცოდნისა და გამოცდილების გავრცელება – ეს იმ მცირედის ჩამონათვალია, რომელიც ამ ღონისძიებას მნიშვნელობას კიდევ უფრო მატებს.
M: ალიანსისთვის რითაა საინტერესო სფოთლაითის მხარდაჭერა?
„ალიანსი“ უძრავი ქონების ბაზარზე მუდმივად მიისწრაფვის სიახლეეების დანერგვისკენ. შესაბამისად, სფოთლაითის მხარდაჭერა იკვეთება „ალიანსის“, როგორც ბრენდის მიზნებთან და ხედვებთანაც. ჩვენი ახალი კამპანიის მთავარი გზავნილი #დაძარი – ერთი მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობისა და განვითარების სიმბოლოა, რაც ვფიქრობთ, რომ სფოთლაითის მთავარ თემატიკას, #ცდას, კარგად ეხმიანება. #დაძარი და #ცდა ურთიერთშემავსებელი იდეის განსხვავებული გამოხატულებაა, რითაც კიდევ უფრო ძლიერდება ის გზავნილიც, რომლის მიტანაც გვსურს ადამიანებამდე.
შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების ხელშეწყობა, რომელიც მოგიწოდებს გაბედო, დაიწყო სვლა განვითარებისკენ, შეიგრძნო ქმედებისა და პირველი ნაბიჯის მნიშვნელობა, რაც შემოქმედებითი უნარის, ხედვებისა და იდეების მოქმედებაში გადატანით გამოიხატება.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.