in

„სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი” თბილისში პირველად, „ალიანს ჯგუფის” მთავარი პარტნიორობით გაიმართება

„ალიანს ჯგუფის” გენერალური სპონსორობით, 18 თებერვალს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში „სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026” (HIF) გაიმართება.

საერთაშორისო პლატფორმა გააერთიანებს გლობალურ სტუმარმასპინძლობის ბრენდებს, დეველოპერებს, პარტნიორებს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა თუ ინვესტორებს.

Hospitality Investment Forum-ის დამფუძნებელი საერთაშორისო დეველოპერული კომპანია Stone Development-ია, რომელიც ახორციელებს თანამედროვე საინვესტიციო, თუ კომერციულ პროექტებს.

HIF საერთაშორისო ფორმატის ფორუმს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში, სომხეთსა თუ კვიპროსში ტარდება და სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტ ლოკაციას მოიცავს.

საქართველოში გამართულ 2026 წლის ღონისძიებაზე მონაწილეობას ისეთი მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ბრენდთა წარმომადგენლები მიიღებენ, როგორიც Ritz-Carlton, Anantara, Waldorf Astoria და Fairmont-ია.

ალიანს ჯგუფი ქვეყნის სტუმარმასპინძლობისა და საინვესტიციო ინდუსტრიის უცვლელი მხარდამჭერია. სექტორის ექსკლუზიურობით, კომპანია დეველოპერთა შორის, საქართველოში HIF 2026-ის პირველი გენერალური სპონსორია.

20-წლიანი ისტორიითა და ბაზარზე სასტუმროს ტიპის, მრავალფუნქციური კომპლექსების წარდგენით, ალიანსი იქცა სტრატეგიულ ხიდად საქართველოს პოტენციალსა და მსოფლიოს გიგანტ სტუმარმასპინძლობის ბრენდებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ალიანს ჯგუფი პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ისეთი მსოფლიო ბრენდების ინტეგრირება მოახდინა, როგორიც Hyatt Hotels Corporation, Marriott International, Wyndham Hotels & Resorts, Aimbridge Hospitality და World Trade Centers Association-ია (WTC).

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის პოზიცია Google Maps-ზე

როგორ გავარჩიოთ AI ვიდეოები ნამდვილისგან?