in

Allmarket.ge — ონლაინ გაყიდვების სერვისი, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია ფასის შეთავაზება

ონლაინ მაღაზიაში შავი პარასკევი 26 ნოემბერს დაიწყება

კომპანია ALLMARKET.GE  სრულყოფილ, პერსპექტიულ, ინტერნეტ მაღაზიას წარმოადგენს. მისი მეშვეობით, საკმაოდ ადვილი და მოსახერხებელია სასურველი ნივთის არჩევა და შეძენა. ვებგვერდზე მომხმარებლებს მუდმივად განახლებადი, საქართველოში წარმოდგენილი თითქმის ყველა ბრენდის პროდუქტი შეხვდება, საუკეთესო ფასითა და აღწერილობით.

“დეტალური აღწერილობით ვცდილობთ სრულყოფილი წარმოდგენა შეგიქმნათ შერჩეულ პროდუქტზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ფართო არჩევანი საუკეთესო ფასად და საწყობის ზუსტი ნაშთით. მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ონლაინ შოპინგი სასიამოვნო, საიმედო პროცესად ვაქციოთ” — აღნიშნავს ქეთი კაცაძე, allmarket.ge-ს დამფუძნებელი.

allmarket.ge-ს 4 ძირითადი მიმართულება აქვს: საცალო გაყიდვები, დისტრიბუცია, კორპორატიული გაყიდვები და ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია რამდენიმე მსოფლიო წამყვანი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია:

  • VIVITEK — პროექტორი და ინტერაქციული დაფები
  • Allscreen — პროექტორის ეკრანები
  • Edifier — აუდიო სისტემები
  • ILIFE — რობოტი მტვერსასრუტები
  • Ugreen — მაღალი ხარისხის კომპიუტერის, მობილურის და მანქანის აქსესუარები
  • Blurams — სათვალთვალო სისტემები

M: ქეთი, როგორი იყო დაწყების შემდგომი პერიოდი, როგორ დაიმკვიდრეთ თავი ქართულ ბაზარზე?

2012 წლამდე დიდი გამოცდილება გვქონდა საქართველოში ელექტრონულ კომერციაში და შესაბამისად, მოლოდინიც გათვლილი გვქონდა — რა და როგორ იქნებოდა. ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისს ვთავაზობთ. თავის დამკვიდრებაშიც სწორედ კმაყოფილი მომხმარებლები დაგვეხმარნენ, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილებას. აგრეთვე, ყველა ის ბრენდი, რომელსაც საქართველოში წარმოვადგენთ, მაღალი ხარისხის პროდუქტის მქონეა, ოფიციალური საგარანტიო პირობებით — ჩვენ დაახლოებით 2 წელი ვაკვირდებით ბრენდის განვითარებას და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას დავიწყოთ თუ არა დისტრიბუცია ამა თუ იმ ბრენდთან.

M: საინტერესოა, რა ხელისშემწყობ და პირიქით, ხელისშემშლელ ფაქტორებს აწყდებით კომპანიის დაარსებიდან დღემდე…

ონლაინ გაყიდვების არხის შემთხვევაში ხელისშემწყობ ფაქტორად, შესაძლოა, 2020 წლის ლოქდაუნის პერიოდი ჩაითვალოს. სწორედ ამ დროს გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად. თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავტომატურად შემცირდა განხორციელებული შეკვეთები.

ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, თუმცა დოლარის კურსის ცვილების გამო ფასის ცვლილებაც გვიწევს… ასევე, ფასზე მოქმედებს საკონტეინერო გადაზიდვების მკვეთრი გაძვირება. თანაც, ჩინეთის ბაზარზე წარმოების დეფიციტია, რადგან ახლა დამზადებას ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს პანდემიამდე პერიოდში იყო. გარდა ამისა, საგულისხმოა მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემაც… კერძოდ, რეგიონებში ვერ ხერხდება პროდუქციის დროულად მიწოდება, ისევე, როგორც დიდ ქალაქებში. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ სერვისის განვითარება აუცილებელია ელექტრონული კომერციისთვის.

M: თქვენს ვებგვერდზე საკმაოდ ბევრი ფუნქციონალია ჩაშენებული, მაგალითად “შემოგვთავაზე ფასი”. 

დიახ, ნამდვილად გვაქვს ინოვაციური ღილაკი “შემოგვთავაზე ფასი”, რომლის გამოყენებაც შეუძლია ყველა მომხმარებელს იმ პროდუქტებზე, რომელზედაც იმ მომენტში არ არის ფასდაკლება. ღილაკის გამოყენებით, შეიძლება ფასდაკლების მიღება და სასურველ ფასში პროდუქტის შეძენა. უფრო დეტალურად, https://allmarket.ge/shemogvtavaze-fasi  — ღილაკის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია, არ დაელოდოს ფასდაკლებას და ის სწორედ მაშინ მიიღოს, როცა სურს.

ასევე, ვებგვერდზე გვაქვს ექსპრესს მიწოდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც არის ჩვენ შოურუმში. ნებისმიერი ექსპრესს მიწოდების პროდუქტებზე თბილისის მასშტაბით მომხმარებელს შეუძლია, პროდუქტი შეკვეთიდან სულ რაღაც 40 წუთში მიიღოს.

კიდევ ერთი ფუნქციაა “მიწოდება იმავე დღეს” — პირველ საათამდე მიღებული შეკვეთების მიწოდება ხდება იმავე დღეს თბილისის მასშტაბით, რეგიონში კი — მეორე დღეს.ყველა შეკვეთაზე მიბმულია საგარანტიო ტალონი, რომლის დაბეჭდვაც პირადი ექაუნთიდან ელექტრონული სახითაა შესაძლებელი.

M: ქეთი, საინტერესოა, შავ პარასკევთან დაკავშირებით რა შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლებისთვის?

ჩვენთან შავი პარასკევის ფასდაკლებები 26 ნოემბრიდან დაიწყება — განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი დისტრიბუციის ქვეშ არსებულ ბრენდებზე: ILIFE — რობოტი მტვერსასრუტები, EDIFIER — მაღალი ხარისხის აუდიო სისტემები, რომლებიც რომელიც ამაზონზე ბესტსელერია, Ugreen-ის სადენები და აქსესუარები… გარდა ამ ჩამონათვალისა, უამრავი სხვა ბრენდის პროდუქტებზე გვექნება ფასდაკლება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ღილაკის გამოყენება  “შემოგვთავაზე ფასი”.

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ უკვე 9 წლის ვართ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი დიდი პროექტორი განვახორციელეთ საგანმანათლებლო მიმართულებით. როგორც აღვნიშნეთ VIVITEK -ის ბრენდის ინტერაქციული დაფების დისტრიბუტორები ვართ… ამრიგად, გვსურს, ყველა სკოლასა და უნივერსიტეტში მოვახერხოთ ამ პროდუქტის დანერგვა — ჩავანაცვლოთ ტრადიციული დაფები და ცარცი.

და რაღა თქმა უნდა, გვსურს შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი, და თითოეულ მათგანს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ასევე, დავიმატოთ ახალი ინოვაციური ბრენდები.

Allmarket.ge-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ძველი სვანური ლოცვისა და კავკასიის მთების მისტიკა ABK mta-ს ვიდეორგოლში

ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა