21
Jan
2019

ყველაფრის მაღაზია ანუ Allmarket.ge 

21 Jan 2019

დროის დეფიციტი, თანამედროვე ადამიანებისთვის, სერიოზული პრობლემაა – სამსახურის შემდეგ, დასვენებაც უნდა მოასწრო, საყიდლებზე სირბილიც და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ყოფნაც. ამ დროს კი, დღე – ღამეში, სულ 24 საათია. ასეთ პირობებში, „ონლაინ“ მაღაზია, აშკარად, კარგი გადაწყვეტილებაა. მით უმეტეს, თუ ტელესკოპიდან დაწყებული, თავის მოვლის საშუალებებით დამთავრებული, ყველაფრის შეძენა შეიძლება, ანუ ყველაფრის მაღაზიაა. ქართული Allmarket.ge-ის წარმომადგენლების თქმით, მათი კომპანია სწორედ ასეთია – მომხმარებელს, პროდუქტის ძალიან დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

mBank QR
mBank QR

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათი მთავარი მიზანია, „შოპინგი“ მარტივი, საიმედო, კომფორტული და სასიამოვნო პროცესი იყოს.

„ჩვენი მეშვეობით გაგიადვილდებათ სასურველი ნივთის არჩევა და შეძენა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია – გვაქვს ბრენდული პროდუქცია, საუკეთესო ფასად. საქართველოში წარმოდგენილი, თითქმის, ყველა ბრენდის პროდუქტი. თითოეულს აქვს დეტალური აღწერა, რითიც ვცდილობთ, მყიდველს სრულყოფილი წარმოდგენა შევუქმნათ შერჩეულ პროდუქციაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ფართო არჩევანი საუკეთესო ფასად და საწყობის ზუსტი ნაშთით“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქციას მუდმივად ანახლებენ და ცდილობენ, მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი ინოვაცია შესთავაზონ, რაც სერიოზული უპირატესობაა. მათი თქმით, ერთი-ერთი ასეთი სიახლე  ყველა ოჯახისთვის საჭირო ნივთი, რობოტი მტვერსასრუტებია. „საუბარია ბრენდზე ILIFE. ის ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. 2016 წელს მიღებული აქვს Amazon-ის ჯილდო კატეგორიაში  „საუკეთესო ახალი ბრენდი“, 2017-ში კი, AliExpress-ის “Top 10 Brand“-ს შორის მოხვდა“. მისი წარმოებული  მძლავრი და ჭკვიანი რობოტები მარტივად უმკლავდება მტვერს, ცხოველის ბეწვსა და დაბინძურებულ ზედაპირს. ცხოვრება ბევრად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, სუფთა და უსაფრთხო გარემოში, ოჯახთან და საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, უფრო მეტი დრო გაატარონ“, – ამბობენ Allmarket.ge-ის წარმომადგენლები.

Allmarket.ge  მომხმარებელს 2 სერიის რობოტ მტვერსასრუტს სთავაზობს.

„გვაქვს A და V სერიის მტვერსასრუტები. ეს არის სხვადასხვა მახასიათებლების მქონე, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქცია: A8 , A4s, A40, V8s, V80 , V5s ProV55, V3s Pro, V50. არჩევანი საკმაოდ დიდია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მისთვის მისაღები პროდუქტი შეარჩიოს.

Allmarket.ge-ზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. ამიტომ, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მომხმარებელს, მაქსიმალურად, სწრაფად და მარტივად შეუძლია სასურველი პროდუქტის შეძენა.

ზოგადად, „ონლაინ“ მაღაზიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილზე მიტანის სერვისია.

„თუ შეკვეთა თბილისში 14:00-მდე ხორციელდება, ჩვენი კურიერი პროდუქტს  იმავე დღის 19:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) უფასოდ მიუტანს ადრესატს. დედაქალაქში გვაქვს „ექსპრეს“ სერვისიც – 16:30 საათამდე მიღებულ შეკვეთას 1:30 საათში ვაწვდით. სხვა ქალაქებში შენაძენს DHL-ის საშუალებით ვაგზავნით. ნივთის გატანა, შეუძლია თავად მყიდველსაც. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა გვქონდეს, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მისთვის სასურველი მიტანის სერვისი აირჩიოს“.

ზოგჯერ, ისეც ხდება, მომხმარებელი არჩევს ნივთს და გამოწერამდე, ურჩევნია, ნახოს და ადგილზე შეამოწმოს. Allmarket.ge-ს აქვს „შოუ რუმიც“, სადაც მსურველებს მისვლა და, პროდუქტის შეძენამდე, მისი ტესტირება შეუძლიათ.

„შოურუმში  ყველა იმ პროდუქტის „გატესტვაა“ შესაძლებელი, რომელი ბრენდის დისტრიბუტორებიც ვართ:  VIVITEK-ის პროექტორები, PANTUM-ის პრინტერები, ILIFE-ის რობოტი მტვერსასრუტები, EDIFIER-ის დინამიკები, BENJIE-ის mp3 ფლეიერები, ALLSCREEN-ის ეკრანები, VTECH-ის რადიო ძიძები და სახლის უსადენო ტელეფონები“.

 

[R]

განხილვა