in

Ally Brokers – ალიანს ჯგუფის ციფრული ინოვაცია ბროკერებისთვის

ალიანს ჯგუფი ინოვაციების დანერგვას უნიკალური ციფრული ეკოსისტემით – ALLY-თ აგრძელებს.

ციფრულ პლატფორმაში ოთხი მთავარი მიმართულება: ბროკერები, ინვესტორები, სტუმრები და ე.წ. Third-party პარტნიორებია გაერთიანებული, რომელთაგანაც პირველი – Ally Brokers უკვე ოფიციალურად ფუნქციონირებს.

Ally Brokers მომხმარებელთა სამ ტიპს: შუამავლებს, საბროკერო კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს მოიცავს, ხოლო თანამედროვე ფუნქციონალით კომპლექსური პროცესების გამარტივებას, ეფექტურობის ზრდასა და შემოსავლის მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს.

უძრავი ქონების გაყიდვების წარმატებული ნავიგაციისთვის, პლატფორმის ფუნქციონალი აერთიანებს:

გარდა ამისა, ბროკერებისთვის პლატფორმის დამატებით სარგებელს ლოიალობის კომპონენტი წარმოადგენს, სადაც თითოეულ შუამავალს რეალიზებული აპარტამენტების პროპორციულად 5 სტატუსის მიღწევა, ქულების აკუმულირება და მათი ბრენდულ პროდუქტებსა თუ კომპანიის ექსკლუზიურ შეთავაზებებში გადაცვლა შეუძლია.

Ally Brokers-ის სახით ალიანს ჯგუფმა ისეთ სისტემას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო ინსტრუმენტსა და ფუნქციონალს საბროკერო საქმიანობაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვისა თუ ოპტიმიზებული სამუშაო პროცესების წარმართვისთვის.

გაიგე მეტი პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის ვებგვერდზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„ბავშვობიდან ისეთი მუსიკა მომწონდა, რომელიც რაღაცაზე დაგაფიქრებდა” – ლადო გიგაია

როგორ უნდა გამოიმუშაოთ ფული კონტენტის შექმნით