in

ინოვაციური სარეკლამო პროდუქტი „ალმასგან”, რომლებიც შეიძლება მეტროსადგურებში უკვე შენიშნეთ

თუ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის მეტროსადგურებს ხშირად სტუმრობთ, მაშინ ესკალატორებთან აუცილებლად შეამჩნევდით “ჯაოკენის”, სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმის საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურ ბანერებს.

საერთაშორისო ბაზარზე მსგავსი სარეკლამო განთავსებები უკვე ნანახი გვაქვს, თუმცა საქართველოში პირველი, ვინც სარეკლამო კომპანია “ალმას” წამოწყებაში აჰყვა და ე.წ. ოსპისებრი ბანერები განათავსა, სწორედ “ჯაოკენი” იყო. აღნიშნული ბანერები ლენტიკულარის მასალისგან მზადდება, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან განსხვავებული ვიზუალების ჩვენების საშუალებას გვაძლევს.

სხვებისგან გამორჩეული სარეკლამო კონტენტი, ცხადია, გაცილებით მეტად იქცევს მგზავრების ყურადღებას. მათ ყოველდღიურად ამჩნევენ და აკვირდებიან, უკვირთ და ამახსოვრდებათ. მხოლოდ 5 სექტემბრიდან დღემდე, ოსპისებრი ბანერების განთავსებიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში, რუსთაველისა და თავისუფლების მოედნის მეტროსადგურებში 2,000,000-ზე მეტი მგზავრობა დაფიქსირდა.

როგორც კომპანია “ჯაოკენი” გვიზიარებს, გამოხმაურება საკმაოდ დიდია. რეკლამის ეფექტურობა აშკარად გამოვლინდა კომპანიის შოურუმებში, სადაც მომხმარებლები ხშირად ახსენებენ “მოძრავ” ბანერებს.

ლენტიკულარი “ალმას” პირველი ინოვაციური პროდუქტი არაა. კომპანია აქამდეც გამოირჩეოდა სიახლეებით, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ლაითბოქსების ახალ სარეკლამო პროდუქტად ქცევაა. ქუჩებში, გზატკეცილებსა და გამზირებზე განთავსებულ ლაითბოქსებს კომპანიამ მანიშნებლის გარდა, სარეკლამო ფუნქციაც მიანიჭა, რომელიც ბიზნესებს კონკრეტულ ტერიტორიაზე დომინირების საშუალებას აძლევს.

ოსპისებრი ბანერების განთავსება ამჟამად მხოლოდ მეტროსადგურებში არის შესაძლებელი და ის შესანიშნავი ადგილია ნებისმიერი ბრენდისთვის, რომელსაც საინტერესო და დასამახსოვრებელი კომუნიკაცია სურს მომხმარებლებთან.

[პარტნიორის კონტენტი]

ჰელოუინზე ხელოვნურმა ინტელექტმა მაკდონალდსის სოციალური ქსელები ხელში ჩაიგდო

როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ შეხვედრებს? — 5 მეთოდი