in

Alo-ს ჭკვიანი აქსესუარი სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობაზე იზრუნებს

ექიმები და ექთნები ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საუკეთესოდ მოახერხონ, მნიშვნელოვანია, ვინმემ მათზეც იზრუნოს. ამის საჭიროება კი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაჩნდა… აქ კი უკვე ტექნოლოგიურ წინსვლაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, Alo-ს მოწყობილობას მათი დახმარება ჭკვიანი ჯანდაცვის ასისტენტების მსგავსად შეუძლია.

დიახ, Alo ინოვაციური აქსესუარია, რომელიც ჯანდაცვის ასისტენტის მსგავსად მოქმედებს — იგი სატურაციასა და კანის ტემპერატურას ზომავს, გულის მდგომარეობას აკვირდება და მას GPS-იც კი აქვს. მოწყობილობა სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესამოწმებლად შეიქმნა, რისთვისაც იგი ხელოვნურ ინტელექტსა და სენსორებსაც იყენებს. შეგროვებული მონაცემებითა და ინფორმაციით კი, კლინიკამ, შესაძლოა, გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ექიმებისა თუ ექთნებისთვის დატვირთვის შემცირება. თუ მაღალი წნევა ან დატვირთვა დაფიქსირდება, ინდივიდს შეუძლია ჩანაცვლება მოითხოვოს.

Alo-ს ჭკვიანი ჯანდაცვის ასისტენტი სამედიცინო პერსონალის ხალათებზე მუდმივად უნდა იყოს დამაგრებული. მისი მოთავსება ჯიბეებსა და საყელოებზე მარტივად შეიძლება. რაც შეეხება დიზაინს, იგი ჭკვიან საათს მოგაგონებთ, მასზე ასახული ემოჯი კი თითქოს მიგვანიშნებს, რომ ექიმი ყოველთვის მზად არის გაგიღიმოთ.

თუ ექსპერტების ვარაუდებს დავეყრდნობით, ჰარი რიგლერის მიერ შექმნილ ჯანდაცვის ჭკვიანი ასისტენტის კონცეფციას დიდი მომავალი ექნება…

რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

23 ივნისს დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რიგით მეორე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება