10
Dec
2019

ალფა მომხმარებლებს საჩუქრებთან ერთად დაზღვევის განახლებულ პირობებს სთავაზობს

10 Dec 2019

წინასაახალწლოდ სადაზღვევო კომპანია ალფა მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს.

მთელი დეკემბრის განმავლობაში, ყველას, ვინც ავტომობილს დააზღვევს, შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს საჩუქარი: ლუკოილის 60 ლიტრამდე საწვავის ვაუჩერი, ავერსის 50, 100 ან 150 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი ან ავერსის ქალისა და მამაკაცის ჰიგიენისა და კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციისგან შემდგარი სასაჩუქრე კალათა.

გარდა ამისა, დაზღვეულებს მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ, ისარგებლონ 50 %–ანი ფასდაკლებით ავტოსამრეცხაოებში და უფასო ასისტანსით.

აქციაში ჩასართავად საჭიროა, შეიძინოთ ავტოდაზღვევის სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს ავტომობილის ძარის დაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევებისგან დაზღვევას.

[R]

განხილვა