in

Alpaca გირჩევთ: როგორ გამოიყენოთ ყველაზე ძიებადი სიტყვები თქვენი ბიზნესისთვის

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, როგორი დატვირთვით მუშაობს Google, გეტყვით, რომ დღის განმავლობაში ეს პლატფორმა დაახლოებით 8.5 მილიარდ საძიებო მოთხოვნას ამუშავებს. ამ უზარმაზარ საძიებო სამყაროში, რა თქმა უნდა, საქართველოცაა გარეული და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მრავალფეროვანი და ხშირად უცნაური ძიებებით.

რას ვეძებთ და რას ვპოულობთ 

როგორც წესი, ჩვენთან ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელებს, ონლაინ კაზინოებს, ამინდის პროგნოზს, ასტროლოგიას ეძებენ. ამ მუდამ აქტუალური თემების მიღმა ტენდენცია ხშირად იცვლება და ბევრ უცნაურობასაც შეხვდებით.

მაგალითად, ბოლო 30 დღის განმავლობაში 1100%-ანი ზრდა აქვს „მექალთანე სასახლიდან ქართულად“ ძიებას. თურქულ სერიალს მეორე ადგილზე მოჰყვება მარტის თვისთვის უფრო რელევანტური „ქალთა საერთაშორისო დღე“. არც დედის დღე დარჩა უყურადღებოდ და მოწინავე პოზიციებზეა „dedaze leqsi“.

ლათინური არაა ერთადერთი უცხო შრიფტი, რომელიც აქ შეგხვდებათ. წინა წლის პოლიტიკურმა მოვლენებმა ქართულ ვირტუალურ სივრცეზეც იმოქმედა. მაღალ პოზიციებზეა ისეთი ძიებები, როგორიცაა: 10000 рублей в лари, доставка еды тбилиси, новости грузии და ა. შ.

საძიებო ტრენდებზე ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ (მაგ., ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გაელვება) მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები მოქმედებს. დაწყებული პოლიტიკური საკითხებით, დამთავრებული გათამაშებებით. ამ უკანასკნელმა ბოლო პერიოდში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ერთ-ერთი ბანკის გათამაშებაში მეტ-ნაკლებად ყველანი ვიყავით ჩართული და ძირითადად ყველა დავმარცხდით. გათამაშების დღეს საქართველოში Google-ს ასეთ საძიებო მოთხოვნებზე უწევდა შედეგების ჩვენება:

ნაპოლი რომას თამაშის ყურების მსურველთა გარდა, არა მგონია ვინც უბრალოდ „ვალერიანი“ ჩაწერა იმათ დიდად რამეში დახმარებოდა Google, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტი კარგად მიუთითებს, რომ გამოუვალ სიტუაციაშიც კი ხშირად Google-ის იმედად ვართ.

Google-ში მოძიებული ქივორდი უკვალოდ არ იკარგება. ბიზნეს ინდუსტრია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საძიებო სისტემაში მათთვის მნიშვნელოვან ტოპ სიტყვებს.

მართალია, ზემო ნახსენები გათამაშებისას მოძიებულ სიტყვებზე რომ პირველ პოზიციებზე რომელიმე e-commerce ვებსაიტი დახვედროდა ხალხს, ამით ბიზნესი პოტენციურ მომხმარებელს ვერ მიიღებდა, მაგრამ მაგალითად რომ ავიღოთ გათამაშების მსგავსი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ბევრი ელოდა და რომლის გამოც ბევრმა Google-ს მიაშურა, ასეთი Tbilisi Open Air-ია.

მუსიკის უამრავი მოყვარული სტუმრობდა წინა წლის ფესტივალს და ბევრი მათგანი მოუმზადებელი იყო ცუდი ამინდისთვის. ფესტივალის დღეების პერიოდში Google-ში სიტყვა „საწვიმარი“-ს ძიება დაახლოებით 700%-ით გაიზარდა და ამ შემთხვევაში დიდია შანსი, რომ ძიებების დიდი ნაწილი რეალურ მომხმარებლად დაკონვერტირდა.

კიდევ ერთი პატარა ინსაითი — „ქირაობა“ ერთ-ერთი ყველაზე ძიებადი სიტყვაა. ალბათ იფიქრებთ, რომ ბინის ქირაობას ეძებენ ყველაზე ხშირად, რაც რეალობისგან ძალიან შორს არაა, მაგრამ საქმე სხვანაირადაა. ბოლო 1 წელიწადში საქართველოში ყველაზე დიდი ზრდა „კოსტუმების ქირაობა“ ქივორდს აქვს. მეორეზეა „მანქანების ქირაობა დღიურად“, ხოლო ფორმებს დიდად არ ჩამორჩება „ფორმების ქირაობა“ და პირველ ხუთეულში ისიც დაგხვდებათ.

P.S. Google Trends-ის გამოყენება ძალიან მარტივია. ლინკზე გადასულს საქართველოს მონაცემების გვერდი დაგხვდებათ. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღი, ქალაქები, კატეგორიები, ხოლო საძიებო გრაფაში ნებისმიერ სიტყვაზე Google ძიების სტატისტიკას მოგაწვდით.

ქივორდებისა და ბიზნესის ახლო კავშირს კი SEO, იგივე Search Engine Optimization, ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს და ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით.

როგორ გამოვიყენოთ ტრენდული საძიებო სიტყვები SEO-ს მეშვეობით

კარგად მოგვეხსენება, რომ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ადამიანები მიმართავენ საძიებო სისტემებს, ძირითადად კი Google-ს, რათა იპოვონ ინფორმაცია, პროდუქტები, სერვისები და მათი პრობლემების გადაწყვეტა.

შედეგად, ბიზნესები და ვებსაიტების მფლობელები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (SEO), რათა გააუმჯობესონ თავიანთი ვებსაიტის ხილვადობა და მოიზიდონ მეტი ორგანული ტრაფიკი საძიებო სისტემებიდან.

იმის გაგება, თუ რას ეძებენ ადამიანები Google-ში, აუცილებელია ეფექტური SEO სტრატეგიის შემუშავებისთვის. იმის ცოდნით, თუ რა საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ადამიანები კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის მოსაძებნად, ბიზნესს შეუძლია ვებსაიტის კონტენტის ოპტიმიზაცია მოახდინოს, რაც შემდეგ დადებითად აისახება საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

ცხადია, მხოლოდ ტრენდული სიტყვების ცოდნა არაა საკმარისი. SEO ვრცელი პროცესია, რომელიც გულისხმობს ვებსაიტის სრულ მოწესრიგებას — On page და Of page SEO, ტექნიკური SEO, ხარისხიანი ბექლინკები, კონტენტის მუდმივად წარმოება და ა. შ.

SEO ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს, რომ ვებსაიტი Google-ში ძიების მაღალ პოზიციებზე გამოჩნდეს. როგორც წესი, ადამიანები Google-ის მეორე გვერდზე აღარ გადადიან და 95% პირველი გვერდის შედეგებით კმაყოფილდება. რაც უფრო მაღლაა ვებსაიტი საძიებო სისტემების რეიტინგში, მით უფრო მაღალია ტრაფიკის და პოტენციური მომხმარებლების მიღების ალბათობა.

ამიტომ, ნებისმიერი ბიზნესისათვის აუცილებელია, რომ მათთვის რელევანტური პროდუქტის, ან მომსახურების ძიებისას, მოწინავე პოზიციებს ზუსტად ის იკავებდეს.

რეალურად, SEO არის ნებისმიერი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის არსებითი ნაწილი იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ ონლაინ მდგომარეობა და მოიზიდონ მეტი მომხმარებელი. საძიებო სისტემებისთვის ვებსაიტისა და კონტენტის ოპტიმიზაციის გზით, ბიზნესს შეუძლია გაზარდოს ხილვადობა, სანდოობა, რაც საბოლოოდ შემოსავლის ზრდაზე აისახება.

პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტო საქართველოში

საქართველოში SEO უცხო ხილი ნამდვილად არ არის. ბევრი კომპანია წარმატებით იყენებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. დიდი ბიზნესების გარდა საშუალო და დამწყები სტარტაპებიც აქტიურად უწყობენ ფეხს ციფრული მარკეტინგის ამ მაგიურ საშუალებას და მისგან სარგებელს იღებენ.

SEO სააგენტო ალპაკა პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტოა საქართველოში, რომელიც რამდენიმე წელია, ბიზნესებს ვირტუალურ სამყაროში მარტივად ადაპტირებაში ეხმარება. სააგენტო სრულ SEO მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ამით გამორჩეულია ქართულ ბაზარზე.

სააგენტოს SEO სპეციალისტები სხვადასხვა საშუალებით და ტექნოლოგიებით იკვლევენ, თუ რას ეძებენ ადამიანები გუგლში. მონაცემების დამუშავების შემდეგ, მნიშვნელოვანი ქივორდებით, SEO ქონთენთ რაითერები ქმნიან კონტენტს. ალპაკა სისტემატური რეპორტინგითა და აქტიური კომუნიკაციით უზრუნველყოფს, რომ დამსაქმებელს სრული წარმოდგენა ჰქონდეს, თუ როგორ მიდის ოპტიმიზაციის პროცესი.

ალპაკა დაინტერესებულ პირებს უფასო პირველად აუდიტს სთავაზობს. აუდიტი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ვებსაიტის მდგომარეობის შესახებ და ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს, როგორც შეიძლება ვიზიტორებისა და კონვერტაციების გაზრდა.

[R]

Astrolabs, SpaceX-თან ერთად, მთვარის ზედაპირზე როვერის გაგზავნას გეგმავს

British Airways-ის „ქარით გაჟღენთილი“ პოსტერები