„ალპაკაში“ თანამშრომლები კომპანიის თანამფლობელები ხდებიან. გუნდის წევრები მიიღებენ Stock Option-ებს, ანუ კომპანიის წილის მიღების უფლებას და ბიზნესის ზრდაში არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ფინანსური ინტერესითაც ჩაერთვებიან.
ამ გადაწყვეტილების საფუძველში მარტივი პრინციპია: თანამშრომელს, რომელიც კომპანიის განვითარებაში საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და შრომას დებს, მისი წარმატებიდან მიღებულ სარგებელშიც უნდა ჰქონდეს წილი.
Stock Option-ის მოდელი თანამშრომლისა და კომპანიის ინტერესებს ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ აკავშირებს. როდესაც გუნდის წევრი ბიზნესის ზრდასთან ერთად საკუთარი წილის ღირებულების ზრდასაც ხედავს, კომპანიის გრძელვადიანი წარმატება მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასეთ გარემოში თითოეული ადამიანის პროფესიული წვლილი მხოლოდ ხელფასით აღარ ფასდება.
„ალპაკას“ მიზანია, შექმნას კორპორაციული გარემო, სადაც თანამშრომელი კომპანიის განვითარების პროცესში რეალურად არის ჩართული და ამ ზრდის შედეგსაც იზიარებს. ეს მიდგომა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გაზრდას, გრძელვადიან თანამშრომლობასა და გუნდში საერთო მიზნების გაძლიერებას.
თანამშრომლებისთვის კომპანიის წილის შეთავაზება საერთაშორისო ტექნოლოგიურ და სწრაფად მზარდ კომპანიებში გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში მსგავსი მოდელი ჯერ კიდევ იშვიათად გვხვდება.
კომპანიაში გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ქართული ბიზნესიც უნდა განვითარდეს. კომპანიების ზრდა უფრო მდგრადი შეიძლება გახდეს მაშინ, როდესაც ამ წარმატების შედეგი იმ ადამიანებზეც ნაწილდება, რომლებმაც მის მიღწევაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს.
ჩვენი სურვილია, საქართველოში ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს ახალი ბიზნესკულტურა, სადაც პროფესიული წვლილი მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურებით არ იზომება და კომპანიის განვითარება გუნდის კეთილდღეობაზეც პირდაპირ აისახება.
„ალპაკასთვის“ Stock Option-ების დანერგვა მხოლოდ თანამშრომლების მოტივაციის ინსტრუმენტი არ არის. ეს არის არჩევანი იმ ბიზნესმოდელის სასარგებლოდ, სადაც კომპანია და გუნდი ერთად იზრდებიან და მიღებულ წარმატებასაც ერთად იზიარებენ.
[პარტნიორის კონტენტი]












