in

„ალფა კორპი“ — სადაზღვევო სერვისი კორპორატიული ბიზნესისთვის

ალფა კორპი სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ახალი მიმართულებაა, კორპორატიული ბიზნესისთვის, განახლებული და გაუმჯობესებული მომსახურებით. შესაბამისად, მისი თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად მუშავდება პარტნიორის მოთხოვნებისა და საჭიროებების საფუძველზე — სხვა სიტყვებით, საუკეთესო პირობების მისაღებად, დაზღვევის გუნდი პერსონალურად შეიმუშავებს ექსკლუზიურ წინადადებებს.

„ალფა კორპის“ სერვისს რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს: პირველ რიგში, სადაზღვევო კომპანიაში უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ნებისმიერი მომსახურება ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე მიმდინარეობდეს — მომხმარებლები პირდაპირ კავშირს დაამყარებენ მენეჯმენტთან. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური პირობები ექნება და მომსახურებას დაბრკოლებების გარეშე მიიღებენ, ყველანაირი ბიზნესის დასაზღვევად.

„სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მიმართულებების სინერგია, ხელს გვიწყობს, თქვენამდე მოვიტანოთ სრულად დახვეწილი პროდუქტები, რომლებიც ჩვენი სიამაყის და თქვენი კმაყოფილების უპირობო გარანტიაა“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

„გელოდებით საუკეთესო თანამშრომლობის დასაწყებად“ — ასეთია „ალფა კორპის“ სლოგანი, რომელშიც ნათლად ჩანს სადაზღვევო კომპანიის მზაობა მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად. ბუნებრივია, დღევანდელ გადატვირთულ ბაზარზე, სადაც ინდუსტრიას ბევრი ძლიერი წარმომადგენელი ჰყავს, თითოეულ მათგანს რაღაც განსხვავებული ნიშა სჭირდება. „ალფასთვის“ კი, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, „ავერსის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, გამოკვეთილი პოზიციონირება რთული არ ყოფილა.

[R]

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა

ინოვაციური პროცესით ბრილიანტი 150 წუთში მიიღეს!