ალფა დაზღვევა რებრენდინგის შემდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ალფას უკვე ყველგან ვხვდებით – ციფრულ სივრცეში, ტელევიზორის ეკრანებზე, სხვადასხვა ქალაქებში, ქუჩებსა თუ მოედნებზე. ყველა საკომუნიკაციო არხში ალფა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ხელს არაფერი შეგიშლის.
ამჯერად ალფა დაზღვევა Tbilisi Open Air 2022-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ალფას მხარდაჭერით ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება პირველადი დახმარების მედ–პუნქტი, სადაც ფესტივალის მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ სამედიცინო დახმარებას.
Tbilisi Open Air Alter/Vision – თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება და უკვე ბევრ მსოფლიო დონის შემსრულებელს უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ წელს Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex.
ალფა დაზღვევა ფესტივალის სტუმრებს ბედნიერი და დაუვიწყარი სამი დღის გატარებას უსურვებს, რომელიც სავსე იქნება სილაღით, ბედნიერებითა და ღიმილით.
რაც არ უნდა მოხდეს
- იცეკვე
- უსმინე
- იმღერე
- გაერთე
- განიმუხტე
- დაისვენე
დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. Music Breaks Free.
[R]