in

ალფა დაზღვევა — თუ რამეა, აქ ვართ

ალფა დაზღვევამ 20 დეკემბერს საახალწლო კამპანია დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება. კამპანიის იდეის, განხორციელებისა და მიზნების შესახებ ალფა დაზღვევის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი — მარიკა ომანიძე საუბრობს.

მარიკა, რა არის კამპანიის იდეა?

ზოგადად, დაზღვევა საახალწლო პროდუქტი არ არის, უფრო სწორად, ბოლომდე საახალწლო პროდუქტი არაა. თანაც, წელიწადის ამ პერიოდში ჩვენი მოსმენა ძალიან სასიამოვნო და სასურველიც არ არის. თუმცა სწორედ საახალწლო სამზადისს, სიჩქარესა და ამაღლებულ განწყობას შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის დროსაც სადაზღვევო კომპანია გვჭირდება.

ნამდვილად არ გვინდოდა საახალწლო განწყობის გაფუჭება, პირიქით, ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებლებისთვის კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა სიფრთხილისკენ, რათა დღესასწაულები ყოველგვარი გაუთვალისწინებელი, არასასიამოვნო შემთხვევების გარეშე გაეტარებინათ.

როგორ ითარგმნა თქვენი მიზანი, კრეატიულ კონცეფციად?

გადავწყვიტეთ, მარტივი, ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულად მარტივი, რჩევები მიგვეცა მომხმარებლებისთვის. კონცეფციის განხორციელებისთვის დავამზადეთ ვიდეოებისა და პოსტერების სერია, რომელსაც აერთიანებს მთავარი სათქმელი: სიფრთხილე აუცილებელია, თუმცა — თუ რამეა, აქ ვართ! ვიდეოების სერიაში, სათქმელის უკეთ გამოსახატად, დახმარება ჩვენი ბრენდის ამბასადორს, მერაბ შარიქაძეს ვთხოვეთ, რომელმაც სხვადასხვა როლი მოირგო და განსხვავებული სიტუაციებიდან მოგვცა რჩევები.

ვინ იმუშავა კამპანიაზე?

კამპანიის კრეატიულ ნაწილსა და უშუალოდ განხორციელებაზე სარეკლამო სააგენტო სვიფტ დიჯითალის გუნდმა იმუშავა. პირველ ეტაპზე შეიქმნა კრეატიული კონცეფცია, გაიწერა დეტალები და დაიგეგმა გადაღება. განსაკუთრებით სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა ე. წ. პოსტფროდაქშენი, სადაც უკვე ცხადად დავინახეთ ჩვენი იდეის რეალურად განხორციელებული შედეგი.

როგორია კამპანიის განვითარება?

იმისათვის, რომ უფრო მძაფრად გვეჩვენებინა, რომ თუ რამეა, აქ ვართ, კამპანიის გაშვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, სხვადასხვა კომპანიისა თუ ბრენდის მომხმარებლებისთვისაც გაგვეჟღერებინა ჩვენი სათქმელი. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე ბრენდის ან კომპანიის საახალწლო კომუნიკაციის შორიახლოს ჩვენც გამოვჩნდებით და მსგავსი პლატფორმებიდან შეგახსენებთ, რომ თუ რამეა, აქ ვართ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საახალწლო კამპანიის ფარგლებში არ დაგვავიწყდა ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და ვიდეოების შინაარსით შევეხეთ სხვადასხვა სოციალურ პრობლემას, იქნება ეს პიროტექნიკის გამოყენებისას დამდგარი ზიანი თუ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა. ეს ის შემთხვევებია, როცა „აქ არ ვართ“.

[პარტნიორის კონტენტი]

Boeing- ერთი თვითმფრინავიდან აეროგიგანტის წოდებამდე

ნამდვილად იცით, ვინ არის თქვენი საუკეთესო მომხმარებელი?