in

რატომ ეზღვევიან ან არ ეზღვევიან ალფაში?

დაზღვევა გვჭირდება? დაზღვევა გვჭირდება.

დაზღვევა გვჭირდება. გვჭირდება ჩვენ, სჭირდებათ ჩვენს ოჯახის წევრებს. დაზღვევა სჭირდება გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. დაზღვევა სჭირდება უსულო საგნებს.

ახლა გვჭირდება? ახლა გვჭირდება.

რატომ? მერე გვიანია.

6 თვე გავიდა, რაც სადაზღვევო კომპანია ალფაში, მარკეტინგის სამსახურში ვმუშაობ. პროცესებს ვაკვირდები. ვიცი, რას ვასრულებთ, რას არ ვასრულებთ.

კარგი მეტია თუ ცუდი? თანაბრად.

კარგი უფრო სამართლიანია თუ ცუდი? ყოველთვის კარგი.

რატომ? სრულდება ის, რაც ხელშეკრულებაშია. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, ამ დროს შეიძლება მეტი შესრულდეს, ეს სტრატეგიაა.

დაკვირვება ძალიან კარგია. აკვირდები მომხმარებელს და კომპანიას, რომელშიც მუშაობ. აკვირდები თანამშრომლებს და მათ მოტივაციას. დემოტივაციასაც აკვირდები. ცდილობ, შესაბამისად იმოქმედო.

მჯერა, ყოველთვის გააკეთებ იმას, რისი საშუალებაც გაქვს.

თუ ვთანხმდებით, რომ დაზღვევა საჭიროა, შეგიძლია, განაგრძო კითხვა.

მსჯელობა კარგია, ჩხუბი არა. ახსნა ორივე მხარის ვალდებულებაა.

მრავალფეროვანი შეთავაზებების სამყაროში ვცხოვრობთ. ძირითადად, ერთნაირ პლატფორმებს ვიყენებთ კომპანიები. შესაძლებლობები განსხვავებული გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხმა მოგაწვდინოთ. თქვენს სურვილებს, საჭიროებებსა და ინტერესებს ვიკვლევთ. ვმუშაობთ პროდუქტებზე, რომლებიც თქვენ გჭირდებათ. დაზღვევა გვჭირდება.

არის მომენტები, ზუსტად ისეთი მომენტები, როდესაც ობიექტურობა წარუმატებელია.

მცდარია, რომ ნეგატიური პიარიც პიარია. პიარი, ნეგატიური ინფორმაციის გასაბათილებელი საშუალებაა.

რა დგას ალფას უკან? ისტორია.

15-წლიანი ისტორია, რომელსაც ნახევარი წელია შევუერთდი. ცოტაა, მაგრამ ბევრია დაკვირვებისთვის.

წესი:

#1 მომხმარებელი მართალია, თუ ხელშეკრულებას იცნობს

#2 სერვისი უკეთ ყიდის, ვიდრე პროდუქტი

#3 უკმაყოფილო კლიენტი იყო, არის და იქნება

როდის ხარ წარმატებული? როდესაც სანდო ხარ.

სანდოობა თუ რისკი? სანდოობა, თუმცა ამით რისკიანობაც იზრდება.

ალფა აზღვევს და ქმნის სანდოობას დაზღვევის შემდეგ. დაზღვევამდე ნაკლებად გვენდობიან. ხანდახან საერთოდ არ მოგვიაზრებენ, რადგან არ გვენდობიან. ვცდილობთ, ნდობა ჩამოვაყალიბოთ და აქ საჭიროა წესი #2 ჩაერთოს, გავმეორდები  „სერვისი უკეთ ყიდის, ვიდრე პროდუქტი“.

წესი:

#4 სადაზღვევო ინდუსტრიაში წინასწარი განწყობა ხშირად მცდარია

#5 აზღვევდე უკეთეს ფასად, არ ნიშნავს, რომ უკეთესი ხარ

#6 წარუმატებლობა თავისით ვრცელდება

#7 წარმატების გამოსაჩენად ბევრი რესურსი უნდა დახარჯო

ადამიანებს გვიყვარს მონათხრობი ისტორიები. შეიძლება არ გვიყვარს, მაგრამ გავლენას ახდენს. ქვეცნობიერი მუდმივად ჩართულია.

ფაქტორები მოქმედებს. ბევრი ფაქტორი; სუბიექტური ან ობიექტური, ნეიტრალურიც.

დაზღვევა გვიყვარს თუ გვინდა? გვინდა. შეიძლება არ გვიყვარს დაზღვევა, მაგრამ ყველას გვინდა. დაზღვევა გვჭირდება!

ალფა კომპანიაა, რომელიც აზღვევს და ამის შემდეგ ქმნის სანდოობას. ისევ წესი #1 – „მომხმარებელი მართალია, თუ ხელშეკრულებას იცნობს“.

ვცდილობთ, ყველამ იცოდეს ხელშეკრულება.

გვაქვს მიმდინარე ხარვეზები, რომელსაც გამოწვევებს ვუწოდებთ. მათ ვუმკლავდებით და წინ მივდივართ. ხანდახან ეს რთულია, მაგრამ ვცდილობთ, მომხმარებელს არ ვაგრძნობინოთ.

არ გვაქვს ნიშური მიდგომა, ჩვენ ვპოზიციონირებთ ფართო სპექტრით. ეს კარგია. ალფას მომხმარებელი კმაყოფილია, როდესაც ხელშეკრულებას იცნობს.

წესი:

#8 კლიენტი უნდა დაითანხმო ხელშეკრულებაზე და არა პოლისის ფასზე

#9 კარგ ფასს მოჰყავს ახალი კლიენტი, კარგ პოლისს ახალი პარტნიორი

#10 ხშირად, ჩაშლილი მოლაპარაკება შენი ბრალი არ არის

#11 ნაცნობობა დიდ როლს თამაშობს, ხანდახან უკმაყოფილების მიზეზია

რეკომენდაცია:

იზრუნე თანამშრომლებზე, დააზღვიე ღირსეულად!

წესი #12

თუ შენ ყველაფერი გისრულდება, არ ნიშნავს, რომ სხვაც კმაყოფილია

კრიტიკულობა კარგია. კრიტიკა რომ კარგია, ეს მოგონილია. არავის უყვარს კრიტიკა. ის, ვინც კრიტიკისთვის მადლობას გიხდის, გულწრფელი არ არის.

ჩუმი შენიშვნა წარმატების საწინდარია, აღშფოთებით არავის ეყვარები.

რატომ ეზღვევიან ალფაში?

პირობებს არ ვდებთ, უბრალოდ ვამბობთ, რასაც ვაკეთებთ. თავმდაბლები არ ვართ, უბრალოდ, მხოლოდ ვაზღვევთ და არასოდეს ვრისკავთ. ვაღიარებთ ხარვეზს და ვცდილობთ გაუმჯობესებას.

რატომ არ ეზღვევიან ალფაში?

კარგად არ გვიცნობენ.

საჯარო კრიტიკაზე საჯაროდ არ ვაბრუნებთ პასუხს.

გვქონდა ხარვეზები, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაში გამჯდარია. უმეტესად ასე ხდება.

მოწოდება – გვენდე, თუ ხელშეკრულების პირობები იცი

მთავარი გამოწვევა – სანდოობა

დაზღვევა რისკი არ არის, ამის დასაჯერებლად გაეცანი ხელშეკრულებას. დაზღვევა გვჭირდება.

ციფრები არაფერს მისცემს მომხმარებელს. გულწრფელობა მარტივად გასაგებია.

გელოდებით საუკეთესო თანამშრომლობის დასაწყებად!

[პარტნიორის კონტენტი]

Google Translate-ს 110 ენა დაემატა — მათ შორის აფხაზური

თიბისის მობაილბანკი საპატრულო ჯარიმებს შეგახსენებთ, თუკი თქვენი ავტომანქანა დაჯარიმდება