კომპანიაში მუშაობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია კორპორაციული დაზღვევა, რომელიც თანამშრომელზე ზრუნვის ეფექტურ გამოცდილებას ქმნის. შესაბამისად, ბიზნესები ხშირად სარგებლობენ სადაზღვევოების ამ სერვისით და, რა თქმა უნდა, არჩევანს საუკეთესო და მათთვის მორგებულ პირობებზე აკეთებენ.
სადაზღვევო კომპანია „ალფა”, რომელიც „ავერსის” შვილობილია და 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, კარგად იცნობს მომხმარებლის მოთხოვნებს და მათ საპასუხოდ, გუნდი ისეთ პროდუქტებზე მუშაობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს გაუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობს.
ერთ-ერთი ასეთი ბოლოდროინდელი პროექტია „ალფა კორპი”. ეს არის კორპორაციული დაზღვევის მიმართულება, რომელიც რამდენიმე სერვისს აერთიანებს: პროდუქტები, დაზღვეული რისკები, კორპორაციული დაზღვევის მენეჯერები (დაწყებული ქვედა რგოლიდან, დამთავრებული კორპორაციული ბიზნესის დირექტორით). ვებგვერდზე, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, განთავსებულია ამ თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაციაც, რათა პოტენციურმა თუ არსებულმა მომხმარებელმა ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლოს მათთან დაკავშირება და პირობების გაცნობა. ალფა კორპის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ინდივიდუალურად ითვალისწინებს თითოეული პარტნიორი კომპანიის საჭიროებებს და ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
ხათო ჭეიშვილი „ალფას” კორპორაციული ბიზნესის დირექტორია, რომელიც მოგვიყვება, თუ როგორ შეიქმნა ახალი პროდუქტი და რა პირობებს სთავაზობს ის კლიენტებს.
M: ახალი პროდუქტის შექმნის იდეაზე საუბრით დავიწყოთ – რამ განაპირობა მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის?
სადაზღვევო ბაზარზე ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება საკმაოდ რთულია, რადგან სადაზღვევო პროდუქტი არ არის მხოლოდ პრემიის მიღება, ჩვენი პროდუქტების უკან იქმნება პროცესები, რომლებიც გვავალდებულებს ჩვენს მომხმარებელზე ზრუნვას. გარდა ზრუნვისა, ეს არის კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიისთვის არ უნდა უკავშირებოდეს რისკს. ჩვენ ვთავაზობთ პროდუქტებს, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ხელშეკრულების გაფორმებიდან მის დასრულებამდე. ჩვენმა გუნდმა ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა, რაც ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან უფრო დაგვაახლოებდა და შევქმენით ალფა კორპი. ალფა კორპის იდეა მარტივია – უშუალო კავშირი ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან, სადაც დამზღვევის ჩართულობით ხდება მათზე მორგებული და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნა. მსგავსი პროცესი არათუ გვიადვილებს სერვისის მიწოდებას, არამედ აგენერირებს არასტანდარტულ სადაზღვევო პროდუქტებს. ვფიქრობ, ჩვენი უშუალო და გულწრფელი მიდგომა დიდი წარმატების მომტანია, როგორც ალფასთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის.
M: რით განსხვავდება ალფა კორპი ალფას სტანდარტული სერვისებისგან?
ალფა კორპი ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ბიზნესს. კორპორაციული ბიზნესის მიმართულების გუნდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ სერვისის მიმწოდებლები, ჩვენ ვართ პარტნიორები ნებისმიერი კომპანიის, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ალფა კორპში არ არსებობს სტანდარტები, ალფას კორპორაციული ბიზნესი ორიენტირებულია ინდივიდუალურ შეთავაზებაზე, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
M: არის თუ არა პლატფორმა გათვლილი როგორც არსებული კორპორაციული მომხმარებლებისთვის, ისე ახლებისთვის?
დიახ, პლატფორმა გათვლილია ორივე ტიპის მომხმარებელზე. ჩვენი დაზღვეული კომპანიების მცირე ნაწილის გულწრფელი შეფასებების ხილვა alphacorp.ge-ზე ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია იხილოს.
M: რა მთავარი უპირატესობები აქვს „ალფა კორპს”, რაც დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანია?
სანდოობა, ადამიანური ურთიერთოები, ოპერატიული მომსახურება და გულწრფელობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. აქვე, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთან, თითოეულ დაზღვეულს ვთავაზობთ პირადი მენეჯერის მომსახურებას. კორპორაციული კლიენტების სერვისის სამსახური, რომელიც გამორჩეულია კვალიფიციური კადრებით, მუდმივად ზრუნავს დროული და მაქსიმალურად მაღალი მომსახურება გაუწიოს ჩვენს დაზღვეულებს; ეს კიდევ უფრო უმაგრებს ზურგს ბიზნესთან ურთიერთობის გუნდს, რადგან ჩვენთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია კლიენტის კმაყოფილება.
M: ვინ არის ის გუნდი, რომელიც ქმნის ალფა კორპს და რა ტიპის თანამშრომლობა/მომსახურება ექნებათ მათ კლიენტებთან?
ჩვენი კომპანიის ე.წ. შიდა სამზარეულოს მთავარი ხიბლი გუნდურობაა, რომელიც მუდმივად იძლევა ახალი იდეების გენერირების საშუალებას. ამავდროულად, უკვე არსებული სერვისების გაუმჯობესების შესაძლებლობას, შესაბამისად, ალფაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. სხვადასხვა სამსახურის ჩართულობა, ურთიერთანამშრომლობა და პროფესიონალი კადრების სინერგია პროცესებს აადვილებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მარკეტინგის, კორპორაციული ბიზნესისა და სერვისების სამსახურების კოლაბორაციამ შექმნა ალფა კორპი.
რაც შეეხება კლიენტებთან თანამშრომლობას, გარდა დაზღვევისა, განსხვავებული მიმართულებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პლატფორმასთან, რომლის შედეგიც მალე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დაზღვეულებისთვის.
M: თქვენი სლოგანია – „გელოდებით საუკეთესო თანამშრომლობის დასაწყებად”. როგორ შექმნის ალფა კორპი ამ საუკეთესო თანამშრომლობას, რა გეგმები აქვს გუნდს ამ მიმართულებით?
ყველა კომპანიაში დგება მომენტი, როდესაც უნდა იფიქრო წარმატებაზე, გაანალიზო შეცდომები და ტრანსფორმირდე უკეთესობისკენ. ჩვენი მიზანი გახლდათ არა მხოლოდ უკეთესობისკენ, არამედ საუკეთესოსკენ ტრანსფორმაცია.
ვგეგმავთ, უფრო მეტად მივუახლოვდეთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს, გავაცნოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს და წარვუდგინოთ ჩვენი სერვისები. გვინდა, გარდავქმნათ ყველა ურთიერთობა პარტნიორობისკენ, სადაც სარგებელი ყოველთვის ორმხრივია – ჩვენგან გავცეთ საუკეთესო მომსახურება და პარტნიორებისგან მივიღოთ საუკეთესო შეფასება. მოგეხსენებათ, გაყიდვის პროცესი უდიდესი ხელოვნებაა, უნდა გიყვარდეს კომპანია, იგებდე მომხმარებლის საჭიროებას, ენდობოდე პროდუქტს, რომელსაც ყიდი და მხოლოდ ამის შემდეგ იყო კმაყოფილი იმ ახალი ხელშეკრულებით, რომელიც წარმატების დაგვირგვინებაა. ამაზე ვზრუნავთ და ამას ვაკეთებთ, ამიტომ თამამად გეტყვით: გელოდებით საუკეთესო თანამშრომლობის დასაწყებად!
[R]