in

“ძალიან გვიხარია, რომ არ დაიზარეთ და ეს აქცია გააბაზრეთ..” – “გულწრფელი” სამადლობელი ალტას ვიდეორგოლში

ალტას ვიდეორგოლების გმირები ხომ გახსოვთ? ხო, ხო, აი ისინი, მთელი შემართებით რომ ცდილობდნენ, ალტას საახალწლო აქცია არ გაბაზრებულიყო და მაღაზიათა ქსელს ნაკლები მოგება არ დარჩენოდა.. როგორც წინა ვიდეორგოლის სტატიაში აღვნიშნეთ, საახალწლო აქციაზე თუ ყველამ გაიგო, ხომ მართლაც მთელ მაღაზიას მუქთად გაიტანენ და მერე ამდენ უმუშევარ ხალხს რა აუვა? ! მოკლედ, საკმაოდ დიდხნიანი მცდელობის შემდეგ, აქცია მაინც გაბაზრდა! თათული ედიშერაშვილსა და თამუნა ნიკოლაძეს აუარება შრომა წყალში ჩაეყარათ, თუმცა, განგებამ მათ ეს არ აკმარა – მომხმარებლებისადმი სამადლობელი ვიდეოს ჩაწერაც დაევალათ.. ვიდეოში მხოლოდ თათული საუბრობს – მგონი რომ მეორე პერსონაჟმა წუხილისგან ხმა დაკარგა..

BOG

და ჩვენც რომ არ გაგვიგრძელდეს მონოლოგი, ჯობს თავად უყუროთ პერსონაჟის “გულწრფელ” სამადლობელს:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=866806087069149″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ექსპერიმენტი მიკროგრავიტაციის ზემოქმედებასა და ღია კოსმოსში გასვლაზე

“ახალი წელი კარგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება..”