in

გაიცანი ანო – ალტას პირველი AI კონტენტ კრეატორი საქართველოში

ონლაინ შოპინგის ეპოქაში, ტექნიკის სწორად შერჩევა ხშირად იმაზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გვგონია  – პროდუქტების ზღვა რაოდენობა, უახლესი ტექნოლოგიები, უცხო ტექნიკური მახასიათებლები…და მაინც, ვის აქვს დრო ამ ყველაფერს დეტალურად ჩაუღრმავდეს?

პირველად ქართულ ბაზარზე, ალტაში, AI კონტენტ კრეატორი, ანო გამოჩნდა.
AI კრეატორი კომუნიკაციის სრულიად ახალი სტანდარტია ონლაინ სივრცეში, რაც ერთგვარი გზამკვლევი გახდება ტექნოლოგიურ სამყაროში.

ანოს შექმნის იდეა

AI კრეატორის გამოჩენა ალტას საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლების ნაწილია, რომლის შექმნაზეც კრეატიულმა სააგენტომ, BUFF LABS-მა იმუშავა.

„ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორ დროს სწორი პროექტი გააკეთო. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი AI ინდუსტრია სინათლის სიჩქარით ვითარდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი მოდელის ან Tool-ის გამოსვლისთანავე ის ეგრევე დატესტო, აითვისო და გამოიყენო.

დღეს, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ AI ავატარის შექმნისას, ისეთ ბუნებრივობას მივაღწიოთ, რომელიც რეალობის ზღვარს “ბლარავს” – სახის აღნაგობა, სხეულის ანატომია, ხელების ბუნებრივი მოძრაობა, თვალების დახამხამება, კანის ტექსტურა, სურვილისამებრ, კანის ხარვეზებიც, მაგალითად, ნაიარევი, გამონაყარი და ა.შ. ვიზუალის მიღმა, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ბუნებრივი ხმის ტემბრი, ემოცია, სწორი პაუზები და ამ ხმის იდეალური lip sync-ი.

ყველა საჭირო პარამეტრის სწორად დასმის შედეგად, ჩვენ, ალტასთან ერთად, შევქმენით ანო – პირველი AI კონტენტ კრეატორი საქართველოში. ანოს მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ ის ჩვენთვის 24/7-ზე ხელმისაწვდომია და fully customizable არის. კამპანიიდან გამომდინარე, ანო შეგვიძლია ნებისმიერ გარემოში დავსვათ, მეგობარი გავუჩინოთ ან მთვარეზე გავაფრინოთ. შეიძლება ერთ დღეს, ანო ფიზიკურ მაღაზიაშიც დაგვხვდეს.

ორი სიტყვით, AI ეპოქაში, ჩვენი ერთადერთი შეზღუდვა ჩვენი ფანტაზიაა, რადგან ყველაფრის და მეტის გაკეთება იქნება და უკვე არის შესაძლებელი.” – ლევან სირბილაძე და ჯონი კვეზერელი, Buff Labs-ის დამფუძნებლები

როგორია ანო?

ანო ჯენზი თაობის ცნობისმოყვარე და შთამაგონებელი AI მეგობარია ტექნიკის სფეროში, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ის იდეალურად ერკვევა თანამედროვე ციფრულ თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, უახლეს ტექნოლოგიებსა და ტრენდებში.

#ანოგირჩევს

როგორ მოარგო ტექნიკა თუ აქსესუარი შენი ცხოვრების სტილს – სწავლას, მუშაობას, სახლის საქმეებსა თუ კრეატიულ პროექტებს; შემოგვთავაზებს მარტივ და საინტერესო ვიდეო განხილვებს, “how-to” რჩევებსა და ალტას ექსკლუზიურ შეთავაზებებს.

სად შეხვდები ანოს?

ანოს ალტას Facebook I Instagram I TikTok პლატფორმებზე გაიცნობ, სადაც შეძლებ აღმოაჩინო, რა სჭირდება მუდმივად მაძიებელ თანამედროვე ადამიანს ცხოვრების გასამარტივებლად – პროდუქტიული მუშაობისთვის, შემეცნებისთვის, შთაგონებისთვისა და მუდმივი განახლებისთვის.

#განახლებისდროა

[პარტნიორის კონტენტი]

5 ხრიკი დასაქმებული მშობლებისთვის სტრესის შესამსუბუქებლად

NBA-ის პირველი ოფიციალური საკალათბურთო სკოლა საქართველოში სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას!