სწავლის დაწყების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ისე მშობლებისთვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიახლეებთან, ახალ შემართებასთან და მიზნებთან ასოცირდება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და კონკრეტული პროცესების დაჩქარებამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკანცელარიო ნივთებთან, ახალ სამოსთან და ჩანთასთან ერთად, წლის დასაწყისს ახალი „სმარტფონითა“ თუ კომპიუტერით შევხვდეთ. ამ ეტაპს ჩვეულებისამებრ, თან ახლავს ახალ შენაძენებთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები, ამიტომ „ალტამ“ გადაწყვიტა, ერთგული მომხმარებლებისთვის საჩუქრის გაკეთება განსაკუთრებული შეთავაზებებით.
„ჩვენთან საუკეთესო შეთავაზებებია, როგორც „სმარტფონებსა“ და კომპიუტერებზე, ისე პლანშეტებსა და მათ აქსესუარებზე. აქციით ისარგებლებს ყველა, მათ შორის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები და პედაგოგები. კომპანია „ალტა“ ყოველთვის მხარში უდგას თავის მომხმარებლებს და უმარტივებს ცხოვრებას ისეთ პერიოდში, როგორიცაა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი, როცა ყველაზე მეტად გაზრდილია და მოცულობითია ოჯახების ფინანსური დანახარჯი“.
საუკეთესო შეთავაზებები „ალტას“ მაღაზიათა ქსელში უკვე დაიწყო და ცხოვრებას გაუმარტივებს ყველას, ვისთვისაც პრიორიტეტულია ხარისხიანი ტექნიკა და საიმედო საგარანტიო პირობები.
ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, თუ შესაფერისი ტექნიკა გაქვთ, თავს ყველგან კომფორტულად იგრძნობთ. გაიმარტივეთ ცხოვრება „ალტასთან“ ერთად და ისიამოვნეთ სწავლის, მუშაობისა და გართობის პროცესით. https://alta.ge/ (032) 238 00 38.
[R]











