„ალტაში“ ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან – ტექნიკის ბრენდმა Back to School კამპანია დაიწყო. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს, „სმარტფონებზე“, ლეპტოპებზე, ტაბებსა და ამ მოწყობილობებისთვის საჭირო აქსესუარებზე დიდი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები დახვდებათ. აქ სპეციალური პირობები აქვთ საოჯახო ტექნიკაზეც, სტუდენტები კი, ნებისმიერი ნივთის შეძენას, 6-თვიანი უპროცენტო განვადებით შეძლებენ.
Back to School კამპანიისთვის, „ალტამ“ სარეკლამო რგოლიც გადაიღო, გზავნილით „ახალი თაობის ტექნიკა Alta-ში“. ვიდეოში ხაზგასმულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ტექნიკაზე „გადაწყობა“ და მომხმარებლისთვის მხოლოდ ოფიციალური ტექნიკის შეთავაზება.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი, ძირითადად, დისტანციურად დაიწყო. ასევე, მუშაობს კომპანიების დიდი ნაწილი. ამიტომ, განსაკუთრებული მოთხოვნაა „სმარტფონებზე“, ლეპტოპებზე, მონიტორებზე, ტაბებზე და ა.შ. ჩვენი აქციის მიზანი ზუსტად ის არის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და დასაქმებულ ადამიანებს, სრულყოფილად შეძლონ სწავლა თუ მუშაობა, დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, მომხმარებლებს, ციფრულ ტექნიკაზე, განსაკუთრებულ ფასებს ვთავაზობთ.
და მაინც რა იგულისხმება „ახალი თაობის ტექნიკაში“, ანუ კონკრეტულად რის შეძენას შეძლებთ, „ალტაში“, Back to School კამპანიის ფარგლებში?“
პირველი რაც გვახსენდება არის კეცვადი ფლაგმანი, რომლითაც, მულტიფუნქციური ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციით სარგებლობა შეგიძლიათ, ან უსადენო ყურსასმენები და „სმარტ“ საათი, ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციებს რომ გვაძლევს. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან თხელი, 1 სმ სისქის ნოუთბუქები. ეს ის ნივთებია, რომელსაც მუდმივად თან ვატარებთ და გვინდა, ფუნქციურთან ერთად, დახვეწილი და ლამაზიც იყოს. ისინი ჩვენი იმიჯის ნაწილი ხდება და მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს.
ახალი თაობის ტექნიკაზე საუბრისას, ასევე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ: მაღალი გარჩევადობის 4k ტელევიზორები, მულტიფუნქციური რობოტი მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა დისტანციური მართვის ფუნქციით. Back to School კამპანიის ფარგლებში არსებული ფასდაკლება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ყველა ტექნიკასა და აქსესუარზე ვრცელდება.
Back to School კამპანია მხოლოდ ფასდაკლებებით, საჩუქრებითა და სპეციალური შეთავაზებებით არ შემოიფარგლება. კამპანია გასართობ და მოგებიან აქტივობებსაც მოიცავს. წესები მარტივია: „თბილისი მოლის“ ატრიუმში განთავსებულ სარკეში, Alta-ს „ფრეიმით“, უნდა გადაიღოთ ფოტო და ატვირთოთ თქვენს Facebook გვერდზე, ჰეშტეგებით – #ახალითაობისტექნიკა #ალტა (პოსტი უნდა იყოს საჯარო). ამის შემდეგ მიიღებთ სპეციალურ ფლაერს, რომელსაც წარადგენთ „თბილისი მოლის“ Alta-ში და ნებისმიერ პროდუქტზე ისარგებლებთ განვადებით, „ქეშის“ ფასად.
ამავე კამპანიის ფარგლებში, „ალტაში“, შეგიძლიათ, ნებისმიერი კონფიგურაციის ბრენდისა და ფასის „ნოუთბუქი“ შეარჩიოთ, მაგალითად, Asus, Lenovo, HP და ა.შ.
„ალტასგან“ საჩუქრები და სპეციალური შეთავაზებები ამით არ სრულდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ 6-თვიანი უპროცენტო განვადებით, გაცემის საკომისიოს გარეშე. ამისთვის, მათ თიბისის სტუდენტური ბარათი, ან პირადობის მოწმობა (სტუდენტის სტატუსით) უნდა წარადგინონ.
საქართველოს მასშტაბით, „ალტას“ 11 მაღაზია აქვს. ასევე, მოქმედებს ბრენდის „ონლაინ“ პლატფორმა. Back to School კამპანიაში ჩართვა და სპეციალური ფასდაკლებებისა და საჩუქრების მიღება, სარგებლობა, რა თქმა უნდა, „ალტას“ ყველა ფიზიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ.
[R]