in

„მოეწყვე სპორტულად. ბურთიც შენია და მოედანიც!“ – თუმცა მოიცა! ევრო 2020-ის დაწყებამდე, ეთერშია „ალტას“ სეზონური ფასდაკლებები

როგორ მოვემზადო იმისთვის, რომ ევრო 2020-ს ღირსეულად შევხვდე? სად ვუყურო თამაშებს და რა უნდა მოვიმარაგო იმისთვის, რომ დაძაბული შეხვედრების მიუხედავად, ამ პროცესით სრულად ვისიამოვნო?

ზუსტად 1 დღე დარჩა მანამ, სანამ რომის სტადიონი ოლიმპიკო აგუგუნდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ეკრანებს მიღმა, ერთი თვის განმავლობაში, თავს 90 წუთიან სპორტულ ნერვულობას მიუძღვნის.

დიახ, 2021 წლის 11 ივნისს, დიდი საფეხბურთო დღესასწაული, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020, ან, უბრალოდ, ევრო 2020 იწყება.

2020 იმიტომ, რომ გასული წელი ფეხბურთის ერთგული ქომაგებისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ჩემპიონატი გადაიდო, თუმცა სწორედ ამის გამო, სპორტულ მოვლენას, მაყურებლები წელს, უკვე გაასმაგებული ჟინითა და ინტერესით ელოდებიან.

ასე და ამგვარად, წინ 24 შეხვედრა, 11 ივლისს კი, გრანდიოზული ფინალი გველის!

როგორ მოვემზადო იმისთვის, რომ ევრო 2020-ს ღირსეულად შევხვდე? სად ვუყურო თამაშებს და რა უნდა მოვიმარაგო იმისთვის, რომ დაძაბული შეხვედრების მიუხედავად, ამ პროცესით სრულად ვისიამოვნო?

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ალტა“ გვეუბნება, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, თუ შესაბამისი ტექნიკა გვაქვს, გარემოს იდეალურად მოწყობა შესაძლებელია.

და უფრო ზუსტად, რომელი ტექნიკა იგულისხმება? – საფეხბურთო დუღილის გათვალისწინებით, პირველი სამი ტექნიკაც სწორედ ამ სპორტსა და იმ სეზონს დავუკავშირეთ, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ შენს, როგორც გულშემატკივრის გამოცდილებას, ზაფხულის მწველ სიცხეშიც კომფორტულს გახდის.

მაშ ასე: ტელევიზორი, კონდიციონერი და რასაკვირველია, მაცივარი! რომელიც ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, ვინაიდან „ალტაში“ საზაფხული აქციები დაიწყო!

მოკლედ, ის ხომ ზუსტად იცი, რომ ევროპის ჩემპიონატი აღარ გადაიდება, სეზონური ფასდაკლებებიც ხომ შენ მხარესაა და რაღა დაგრჩენია? – მოეწყვე სპორტულად. ბურთიც შენია და მოედანიც!

ვიდეორგოლზე, ტრადიციულად, სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

ახალი კვლევა – ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ნდობას ექსპლუატაციას უწევენ

„საბედნიეროდ, ეს გაკვეთილი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი დაგვიჯდა“ – Auto Element-ის #შეცდომები