“პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ქალებს უხარიათ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება ” – სწორედ ესაა კომპანია ალტას ახალი სარეკლამო მესიჯი.
“როგორც წესი, ქალებს არ უყვართ და არ უხარიათ ჩემპიონატის დაწყება, რადგან მთელი ერთი თვის განმავლობაში, მეუღლეების ყურადღების მიღმა რჩებიან. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონები გაგვეხალისებინა და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო ზეიმი, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის” – ამბობს ალტას მარკეტინგის მენეჯერი – დიმიტრი აბულაძე.
ვიდეო რეკლამა სავაჭრო ქსელ ქარვასლაშია გადაღებული, კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Holmes & Watson-ს ეკუთვნის, რეჟისორი ლევან ბარამიძე.
შეაფასეთ ვიდეო და დააფიქსირეთ თქვენი აზრიც, მართლა არ უყვართ ქალებს და არ უხარიათ მსოფლიო ჩემპიონატი?