in

ალტა | განცხადება

ბოლო დღეებში სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს „ალტასთვის” შექმნილი AI კონტენტკრეატორი „ანო“ ეფუძნება კონკრეტული პირის ვიზუალურ მონაცემებს, რომელთანაც კომპანიამ შეწყვეტა ხელშეკრულება და შემდეგ AI მოდელით ჩაანაცვლა.
კომპანია „ალტა“ ოფიციალურად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს.

AI კონტენტკრეატორი „ანო“ შექმნილია პარტნიორი სააგენტოს მიერ, რომელმაც ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ მოდელის შექმნის პროცესში არ გამოყენებულა არცერთი კონკრეტული პირის ფოტო, სახე, ხმა ან სხვა ბიომეტრიული მონაცემი.
ასევე, ალტას მხრიდან არ არსებობს არცერთი მითითება ან დავალება, რომ ავატარი დაეფუძნებინათ კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელ გარეგნობაზე, მიმიკასა თუ ჟესტიკულაციაზე.

„ანოს” შექმნის მიზანი იყო ქართულ ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოდგენა და არა რეალური ადამიანების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ხელშეკრულების დარღვევის შესახებ დეზინფორმაციას: აღნიშნული პიროვნება არასდროს ყოფილა ალტას თანამშრომელი ან ბრენდამბასადორი. ვიდეორგოლები აღნიშნული პიროვნების მონაწილეობით დამზადებულია სხვა პარტნიორი სააგენტოს მიერ. მასთან კომპანია ალტას მხრიდან არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა, არ შეწყვეტილა და, შესაბამისად, არც დარღვეულა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ყველა ფაქტი, რომელიც აღწერილია, გადამოწმებულია შესაბამის მხარეებთან და დადასტურებულია ოფიციალური დოკუმენტაციით.

აღნიშნული პირის მიერ ალტას მიმართ გავრცელებულმა შეურაცხმყოფელმა და ცილისმწამებლურმა განცხადებებმა მიიღო კამპანიური ხასიათი. გამომდინარე აღნიშნულიდან, კომპანია „ალტა“ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

[პარტნიორის კონტენტი]

Playboy: თამამი ბრენდი, რომელიც პოპკულტურად იქცა

ჯერ კიდევ არ ხართ მზად შავი პარასკევისთვის? — ბოლო წამის რჩევები eCommerce სექტორს