in

ყოველ მეასე მყიდველს, რა?.. – “ალტას” რეკლამა

რა თქვი, ყოველ მეასე მყიდველს რა ერგებაო? კონსულტანტი სიხარულით მოგიყვებოდათ, მაგრამ ვინ აცდის? მაღაზიის მენეჯერები, რომელთა როლებსაც მსახიობები თათული ღვინიანიძე და თამუნა ნიკოლაძე ასრულებენ, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ კონსულტანტებს ახალ აქციაზე საუბარში. სახალისო ვიდეორგოლი “ალტას” საახალწლო კამპანიის მეორე სერიაა. კამპანიის ფარგლებში, “ალტას” ყოველი მე-100 მომხმარებელი შენაძენს უფასოდ მიიღებს, თუკი, რა თქმა უნდა, კონსულტანტები შეძლებენ, ხელიდან დაუსხლტნენ მეამბოხე მენეჯერებს და ინფორმაცია მომხმარებლებამდე მიიტანონ.

BOG

კამპანიაზე სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/alta.ge/videos/810148926087594/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართა 

Europebet გარე რეკლამას აღარ განათავსებს და სატელევიზიო და „ონლაინ“ კომუნიკაციას შეცვლის