ოდესმე გიფიქრიათ, რომ როგორც ადამიანებს გვიყვარდება ერთმანეთი, იმავენაირად შეიძლება შევიყვაროთ ახალი ტექნიკაც, რომელიც ადამიანებივით ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია – მასთან ერთად ვცხოვრობთ, მივდივართ სამოგზაუროდ, სამსახურში, გასართობად, ეს ნივთები ყველგან ჩვენთან არიან, გვეიმედებიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარულის სეზონი კარს მოგვადგა და „ალტამ” მას ახალი საკომუნიკაციო კამპანია მიუძღვნა – „მზად ხარ შეიყვარო ახალი ტექნიკა?”. ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებში ტექნიკა ხშირად გამოხატვის ფორმაა და მას ხშირად ვჩუქნით საყვარელ ადამიანებს, რათა გავახაროთ. მეორე მხრივ კი, ბრენდმა თავად ტექნიკასთან ჩვენი დამოკიდებულება წამოსწია წინ და ის ადამიანურ ურთიერთობებს შეადარა. ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ტელეფონი, ლეპტოპი, ყურსასმენი, აიპადი, ტელევიზორი და სხვა ნივთი, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს და მასთან თანაცხოვრობს, მის გარეშე არ შეუძლია. ეს გრძნობები „ალტამ” ახალ ვიდეორგოლში გამოხატა.
[R]