საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება, თუკი ჩვენი ბურთი და მოედანი „ალტას“ ციფრულ სამყაროში გადაინაცვლებს? შეგახსენებთ – „ალტავერსი“ – ფუტურისტული სამყაროა, სადაც წარმოუდგენელი ამბები შიძლება მოხდეს, გადაიღოს ფოტო შოთის პურის მთავარ მცხობელთან – შოთა არველაძესთან, რიგში გაისწოროს ნამუსი, აკეთოს რაც გაუხარდება, დაუშვას შეცდომები… მაგრამ როგორც ვიდეორგოლის მთავარი გმირი შოთა არველაძე ამბობს, სახელი შეიძლება შეეშალოს ადამიანს, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ახსოვდეს – საახალწლოდ ტექნიკა „ალტაში“ რომ უნდა შეიძინოს. ეს საახალწლო სეზონი არც საჩუქრების გარეშე ჩაივლის. ვიდეორგოლი, კომენტატორების ტატო ბაციკაძის, გიორგი კალატოზისა და დიმა ობოლაძის დახმარებით, იუმორით, შთაბეჭდილებებითა და ჩვენთვის ნაცნობი ინსაითებითაა აღსავსე, როგორც ეს საახალწლო განწყობის გახალისებას სჭირდება.
თამარ ღაჭავა, „ალტას“ მარკეტინგული პროექტის მენეჯერი: ჩვენი საახალწლო კამპანიის უპირველესი მიზანია, შევქმნათ პოზიტიური განწყობა, რომელიც დადებით ემოციებთან, საჩუქრებთან, მხიარულ მომენტებთან და სიახლესთან ასოცირდება. ახალ წელს უნდა შევხვდეთ განსაკუთრებულად და რა თქმა უნდა, საუკეთესო შეთავაზებებით, ჩვენს ახალ „ალტავერსულ“ ამბასადორთან, შოთა არველაძესთან ერთად.
რეკლამაში, რომელიც „ალტავერსში“ ვითარდება, ჩვენი მასპინძელია შოთა არველაძე და ის შოთის პურსა და საჩუქრებს „აცხობს“. გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, შოთას პოზიტიური ხასიათი, განსაკუთრებული იუმორი და ყველა ის სახალისო თუ დასამახსოვრებელი მომენტი, რაც მასთან ასოცირდება. გვინდოდა, შოთას მიერ წლების განმავლობაში მოყოლილი ამბები თუ თავგადასავალი „ინსაითებად“ ჩაგვედო რეკლამაში, რაც ჩვენს საახალწლო რეკლამაში ძალიან ორგანულად ინტეგრირდა. გარემო, ფერები, ყველასათვის საყვარელი კომენტატორები ქმნის შესანიშნავ საახალწლო ატმოსფეროს. მთავარი აქცენტი კი ფინალში კეთდება, რადგანაც მართლაც რომ საუკეთესო შეთავაზებებით და საჩუქრებით გელოდებით „ალტაში“.
M: თანამშრომლობა როგორ შედგა შოთა არველაძესთან?
სანდრო ხუნძაკიშვილი, სააგენტო „პროჯექტ ლაბის“ გენერალური მენეჯერი: შოთა განეკუთვნება ცნობილი სახეების იმ რიცხვს, რომელთა ნახვასაც ხშირად არ ვართ შეჩვეული სარეკლამო სივრცეში, ამიტომაც კომუნიკაციის საწყის ეტაპზე მკაფიოდ განვსაზღვრეთ, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი საერთო გზავნილი აუდიტორიასთან, რა საერთო პროექტების განხორციელების საშუალება მოგვეცემოდა და რაც მთავარია შოთას ხასიათი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგულიყო.
განსაკუთრებულად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ მოგვეცა შოთასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება გრძელვადიანი სტრატეგიული კოლაბორაცია, რომელთან დაკავშირებითაც უფრო ვრცლად მოგიყვებით ძალიან მალე. აღსანიშნავია, რომ შოთას და „ალტას“ ხედვები იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს, მათ აერთიანებთ საერთო ღირებულებები, რაც მუდმივ განვითარებას და მაღალი სტანდარტებისაკენ სწრაფვას გულისხმობს.
M: როგორ მიხვედით ალტავერსისა და შოთის პურის იდეიასთან?
ლაშა დ კოტორი, კრეატივ დირექტორი: ზოგადად, ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ არ იყვნენ არველაძეები რომელიმე ბრენდის პარტნიორები/სახეები, რადგან მათ ამისთვის ყველაფერი გააჩნდათ სტატუსი, იუმორი და ერთგვარი მემკვიდრეობა (legacy). ამიტომ სულ ვფიქრობდი, რომელ ბრენდთან და როგორ დამეკავშირებინა მათი იდენტობა. ეს იდეა ერთი წლით ადრე დამებადა სრულიად სხვა ბრენდსა და კამპანიაზე მუშაობისას, ოღონდ „ალტასთვის“. იმ მომენტის შემდეგ, რაღაცნაირად მოვედით აქამდე და ამიერიდან ალტავერსში არველაძევერსის სახით – შოთის პური გავხსენით. ეს მხოლოდ დასაწყისია.
M: როგორია მოლოდინები კამპანიის შედეგებთან დაკავშირებით?
ლევან ბუხრაძე, „ალტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: გვინდოდა ძალიან დასამახსოვრებელი და საახალწლო ემოციებით გაჯერებული კონტენტი შეგვეთავაზებინა ჩვენი აუდიტორიისთვის. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ კამპანიაში მთავარი მოქმედი პერსონა შოთა ისე უხდება „ალტავერსულ“ გარემოს და განწყობას, რომ ეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენმა აუდიტორიამ ერთხმად აღნიშნა. მოლოდინები გვქონდა, რომ ჩვენი მომხმარებელი ამ ყოველივეს ძალიან პოზიტიურად შეხვდებოდა, თუმცა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
იმდენად ორგანული აღმოჩნდა ჩვენი და შოთა არველაძის კოლაბორაცია, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შემდეგ საერთო პროექტებს უკვე ძალიან დიდი ინტერესით ელოდებიან.
[R]