სიახლეები ენერგიას გვაძლევს
ხანდახან უნდა შევჩერდეთ.
არა დანებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც გუშინ შთაგვაგონებდა, დღეს აღარ გვზრდის. ყველაფერ ახალს ხომ დროდადრო ისევ განახლება სჭირდება. განახლება თვითგამოხატვისთვის და საკუთარ თავში თავისუფლების საპოვნელად, რათა ვაკეთოთ ის, რაც მართლა გვაბედნიერებს.
ალტასთვის ამ თავისუფლების განცდა ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა ზუსტად იმ მომენტში, როცა ადამიანები პიროვნული და კარიერული განვითარების ახლებურ გზებს ეძებენ.
ალტაც აქ არის, განახლებული ვებგვერდით, საკომუნიკაციო სტილითა და ფილოსოფიით, რათა გვიბიძგოს, დავიწყოთ რამე ახალი – დღეს, ახლა.
პირველი „მთვლელი მანქანიდან” ისევ განახლებამდე
1997 წელს, როცა ტექნიკა ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლებოდა, ალტამ საქართველოში პირველი „მთვლელი მანქანა” ჩამოიტანა და ადამიანებს პერსონალურ კომპიუტერზე წვდომის საშუალება მისცა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პროდუქტი, ეს იყო პირველი ნაბიჯი ციფრულ სამყაროში და იმის შესაძლებლობა, რომ ახლებურად გვეცადა, გვესწავლა და შეგვექმნა.
წლების მანძილზე ალტა მომხმარებლის საჭიროებებთან ერთად იცვლებოდა, მაგრამ მიზანი მაინც უცვლელი რჩებოდა – ინოვაციური ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, მათ შორის, ენთუზიასტი სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, რომლებიც სახლის საქმეებს უძღვებოდბენ და უფროსი თაობისთვის, რომლებმაც პირველად გამოსცადეს სმარტფონი.
28 წლის მანძილზე, ალტა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი გახდა და თანამედროვე ტექნიკით ცხოვრების გამარტივების საშუალება ყველას მიეცა, განურჩევლად ასაკის, ინტერესებისა თუ გამოცდილებისა.
ტექნოლოგიური პროგრესი არასდროს ჩერდება და არც ჩვენ. ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ მეტი, ვიდრე ის, ვინც ვიყავით მაშინ, როცა პირველად ვცადეთ რაღაც ახალი.
ალტას მანიფესტი: განახლების დროა, რადგან ვიცით, ყველაფერი გამოვა
ალტას განახლებული მანიფესტი არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ზრდაზე გვიყვება, არამედ გვახსენებს, რომ სასიკეთო ცვლილებები ყოველთვის მაშინ იწყება, როცა ვაღიარებთ, რომ რაღაც სხვანაირად გვინდა.
ეს არის ალტას კამპანიის შინაარსობრივი ღერძიც – განახლება, როგორც შინაგანი ძვრების გამოხატულება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გვეპოვა ავთენტური ფორმა და სწორედ ამ ფორმით გვესაუბრა იმ მოტივაციასა და შინაარსობრივ ღერძზე, რომელიც განახლების კამპანიას უდევს საფუძვლად. მიზანი იყო ალტას განახლებული იდენტობის სწორად ასახვა.
ზოგადად, განახლება შეიძლება იყოს პიროვნული, ემოციური, პროფესიული და, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური. ამიტომაც ამ სამ ასპექტს – ადამიანის, ბრენდისა და ტექნიკის განახლების იდეას დავაშენეთ მთავარი სათქმელი – განახლება ყოველთვის შესაძლებელია. მთავარია, დაიწყო. და სინამდვილეში, სწორედ ამ პირველ ნაბიჯზეა ეს ამბავი – არა, აუცილებლად იდეალურ შედეგებზე ან სრულყოფილ დასასრულზე, არამედ პირველ, თითქოს უბრალო ნაბიჯზე, რომელიც ბოლოს მაინც ყველაფერს ცვლის.
ჰოდა, ჩვენც დავიწყეთ.
„დღეს აქ ვართ და მერე, ვნახოთ, რა იქნება.” – ნინჩო ნემსაძე, პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია ინდუსტრია INDUSTRIA
ბრენდის იდენტობის განახლება მხოლოდ დასაწყისია. წლის ბოლომდე ალტა ახალი სერვისებითა და განახლებული მაღაზიებით ტექნიკის შერჩევას არა მხოლოდ მარტივ, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ, დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.
მერე ჩვენც ვიწყებთ და ყველაფერი გამოდის
განახლება არ არის დროებითი ცვლილება, ეს მუდმივი მზადყოფნაა, აღმოვაჩინოთ და გამოვცადოთ საკუთარი თავის ახალი ვერსია; გადავაბიჯოთ შემბოჭავ საზღვრებს და ვეძებოთ ის, რაც რეალურად გვაძლევს შთაგონებასა და თავისუფლებას.
ალტა უბრალოდ ტექნიკის მაღაზია არ არის. მრავალწლიანი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით, იქ არის, სადაც ახალი საწყისები ჩნდება – მაშინ, როცა ისევ ვიცვლით პროფესიას, ვიწყებთ ბიზნეს იდეების განხორციელებას, ან უბრალოდ მაშინ, როცა ავთენტურ „მე”-ს ვეძებთ; იმ გზის მეგზურია, რომელსაც ვირჩევთ, როცა ვგრძნობთ, რომ რაღაც მეტი გვჭირდება – სანდო, ახალი და ჩვენზე მორგებული.
მცდელობა – ეს პირველი ნაბიჯია განახლებისკენ.
როცა ვიწყებთ, მერე ყველაფერი გამოდის.
#განახლებისდროა