„ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, Spotlight Tech ბრუნდება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული, ამჯერად, ტექნოლოგიურ დღესასწაულად მოგვევლინება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია „ალტა“. Spotlight-თან მეგობრობაზე „ალტას“ მარკეტინგული პროექტების მენეჯერი თაკო ღაჭავა გვესაუბრა.
M: წლევანდელი სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებისაა. რითაა თქვენთვის საინტერესო ამ თემატიკის ღონისძიება და როგორია მოლოდინი?
თავისი არსით, სფოთლაითი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელსაც ყოველ წელს დიდი ინტერესით ელოდება რეკლამისა თუ მარკეტინგის ინდუსტრიის უამრავი წარმომადგენელი.
ვფიქრობთ, წლევანდელი სფოთლაითი იმით არის განსაკუთებით საინტერესო, რომ ვიხილავთ უახლეს მიღწევებსა და ინოვაციური პროექტების ავტორებს, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ გამოცდილებასა და მნიშვნელოვან მიგნებებს ტექნოლოგიური მიმართულებით.
M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული რეალობისთვის?
სფოთლაითი, თავის მხრივ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდუსტრიის განვითარების პროცესში. ღონისძიებაზე რეკლამისა თუ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლების გამოცდილება, მიღწევები, გამოწვევები, შესაძლოა თითოეული ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროც კი გახდეს ან დაგვეხმაროს პროცესების უკეთ გაანალიზებაში, რათა ჩვენი მომხმარებლებისათვის უკეთესი პროდუქტი თუ გამოცდილება შევქნათ.
M: რითაა ღირებული თქვენთვის სფოთლაითთან მეგობრობა?
ჩვენი მიზანია, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციებითა და განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს შევთავაზოთ ინოვაციური, ოფიციალური და ხარისხიანი პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი, გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით შევუქმნათ მათ კომფორტი, როგორც სამუშაოდ, ასევე დასვენებისთვის.
აღსანიშნავია, რომ წელს, სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებისაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ ღონისძიების მხარდამჭერები, რომელთანაც საერთო ხედვა გვაკავშირებს, რომელიც მოგვიწოდებს მუდმივი განვითარებისკენ, ცდისკენ და სიახლეების მიმართ სწრაფვისკენ.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt, ლისი ტრიო
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.