in

Spotlight Tech-ის ოქროს სპონსორია „ალტა“

სულ მალე Spotlight Tech გაიმართება. ღონისძიება, მთავარი თემით „გაკვეთილები“, ორი დღის განმავლობაში ასეულობით სტუმარს გააერთიანებს. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც ინდუსტრიის პროფესიონალებს აერთიანებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech პირველად 2018 წელს ჩატარდა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. Spotlight Tech 2024-ის ოქროს სპონსორია „ალტა“. Spotlight-თან მეგობრობაზე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბუხრაძე გვესაუბრა.

M: არაერთი წელია, რაც სფოთლაითის მხარდამჭერი ხართ. ამჯერად კი, ღონისძიების ოქროს სპონსორი ხართ. რითაა სფოთლაითთან მეგობრობა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სფოთლაითი არის საქართველოში ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიება, რომლის მიმართაც ამ სფეროს წარმომადგენლებისგან ყოველთვის დიდი ინტერესია. წელს, სფოთლაითის სპონსორობა ჩვენს პარტნიორ ბრენდთან – Honor-თან ერთად გადავწყვიტეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს აუდიტორია, ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ თანამედროვე ტექნიკა/ტექნოლოგიები თავის საქმეში. „ალტა“ ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მათ და პირველმა შესთავაზოს ინოვაციური ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქტიურად ვადევნებთ თვალს სიახლეებს და გვიხარია, რომ ვართ ღონისძიების თანამონაწილე.

Spotlight 10 წელზე მეტია ქმნის ჰაბს იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც მარკეტინგის სფეროში მუშაობენ და დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ ღონისძიებით, რაც მარკეტინგულ პროფესიებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს.

M: ამჯერად, მთავარი თემა „გაკვეთილებია“. როგორია მოლოდინი ღონისძიებასთან დაკავშირებით?

მოლოდინი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვართ, რომ საინტერესო ორი დღე გველოდება, რადგან პროფესიონალები გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებებს, გამოწვევებს, სირთულეებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ნათლად დაინახონ როგორია კრიტიკული სიტუაციები დიდ კომპანიებში და როგორ მართავენ კრიზისებს. ასევე, წლევანდელი თემა „გაკვეთილები“ იქნება შესაძლებლობა დიდი კამპანიების, პროექტების შიდა სამზარეულოს გაცნობის, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებში.

Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: eTeam

ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality

საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“

Spotlight Tech-ის ვერცხლის სპონსორია Bolt