12
Feb
2020

როცა დამკვეთი სააგენტოს კომპეტენციაში იჭრება – ვალენტინობის ვიდეორგოლი „ალტასგან“

12 Feb 2020



გასული წლის ბოლოს, JWT Metro-მ „ალტასთვის“ შექმნილ ვიდეორგოლში დამკვეთისა და სააგენტოს ურთიერთობა გააშარჟა და ნათლად დაგვანახა, როგორია კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, მხარეების მიერ, ერთმანეთის კომპეტენციაში შეჭრა.

ზუსტად ამ თემის გაგრძელებაა ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი კამპანიაც, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები, კვლავაც, დამკვეთის როლში არიან – უფრო მეტი თავდაჯერებულობით, პასუხისმგებლობითა და გამოცდილებით.

სიუჟეტი ასეთია: კლიენტი კომპანიის მარკეტერების როლის შემსრულებლები: თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე თავადვე იღებენ „ალტასთვის“ რეკლამას. კამერის წინ თათული ედიშერაშვილი დგას და მომხმარებელთან კომუნიკაციას ასე ამყარებს. კამერის მიღმა კი, თამუნა ნიკოლაძე დგას, რომელიც მნიშვნელოვანი დეტალების შემხსენებლის როლსაც თავისუფლად ირგებს.

„იმიტომ, რომ მიყვარხარ“, – ასეთია ვიდეორგოლის სლოგანი, რომელიც ასევე, გაშარჟებული სცენარის ნაწილი და დამკვეთის გადაჭარბებული აქტიურობის შედეგია.

მოკლედ, ნახეთ ვიდეორგოლი და გაიგეთ, რა არის ის, რაც არ ჭკნება, არ თავდება და შეფუთულს არ ინახავ გადასაჩუქებლად…

კლიენტი: ალტა

სააგენტო: JWT Metro
კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი: ანი გვათუა
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი
არტ დირექტორი: ხატია არველაძე, დანტე

დიზაინერი: ნინუკა ცინცაძე, სანდრო ლალიაშვილი
კოპირაიტერი: მარიკა დიდმანიძე
სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

რეჟისორი: რატი რამიშვილი
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
რეჟისორის ასისტენტი: მარგო ზუბაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნათია გურაბანიძე, ზაზა გოგორიშვილი
დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ნიკა ლომიძე, გიორგი ერემაძე
კოსტიუმების მხატვარი: ნათია ინწკირველი

გადამღები კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: გიორგი გურგენაძე, მაშო თევდორაშვილი
პროექტის კოორდინატორი: ქეთი კა
პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

ქასთინგი: თინა ხიზანიშვილი
ქასთინგის ასისტენტი: ფიქრია ქიქოძე
გრიმი: სალომე ზაქარია

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
ფოკუს ფულერი: გიორგი მედულაშვილი

კამერის ტექნიკოსი: ბაჩო იაკობიძე
გაფერი: დათა ხუფენია

ფერის კორექცია: ნოდარ ნოზაძე, ლევან კუხაშვილი
ხმის დიზაინი: ნიკა ცინცაძე
CG: Metrograph, მერაბ ახვლედიანი

განხილვა