in

ALTA + OK! ახალი ბრენდი და დიდი გაერთიანება ქართულ ბაზარზე!

ქართულ ბაზარზე ორი უმსხვილესი ტექნიკის სახლი ალტა და ოქეი ერთიანდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მომხმარებელს უკეთესს ფასს და არჩევანს შესთავაზებენ. მაღაზიების განახლება დეკემბრიდან დაიწყება და მომდევნო წელს დასრულდება.

alta-ok

მარკეტერი  Altaokay – ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, დიმიტრი აბულაძეს ესაუბრა.

M: Alta და okay გაერთიანდნენ. როდის და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

Dito Abuladzeპირველ ეტაპზე ორი კომპანიის შესყიდვების ჯგუფი გაერთიანდა,  რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქციას უკვე ერთიანი ძალებით ვიძენდით და მომხმარებლისთვის მეტი არჩევანი და დაბალი ფასი გახდა ხელმისაწვდომი. ახლა კომპანია როგორც შესყიდვების, ასევე სავაჭრო ქსელის მხრივაც ერთიანება.

ორივე კომპანიის იმიჯი იყო მომხმარებელზე მორგებული ფასის და ასორტიმენტის შეთავაზება. ის დადებითი 18 წლიანი გამოცდილება.

M: ვინ იმუშავა რებრენდინგზე?

კონკრეტულად ვიზუალურ კონცეფციაზე, ახალ ლოგოზე იმუშავა კახა კახაძემ, ხოლო სარეკლამო კამპანიაზე- Holmes & Watson-მა.

M: ვიზუალური ნაწილის გარდა, რა შეიცვალა კომპანიების გაერთიანებით?

Alta -ს მომხმარებელი იყო საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე. თუმცა გაერთიანების შემდეგ პოზიციონირება შეიცვალა და ამიერიდან Altaokay  იქნება ტექნიკის სუპერმარკეტი ყველასთვის. 18 წლის განმავლობაში დაგროვადა ის გამოცდილება და კომპეტენცია, რომელმაც გვაჩვენა თუ რა სჭირდება რეალურად მომხმარებელს, როგორც მომსახურების კუთხით, ისე საფასო პოლიტიკის მხრივ. შესაბამისად ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იქნება მომხმარებელზე მორგებული კომპანია, რომელიც ზუსტად იმას შესთავაზებს ქართველ მომხმარებელს, რაც რეალურად სჭირდებათ და გამოადგებათ.  ამ ეტაპზე Alta-ს აღარ ექნება ბუტიკური სტილის მაღაზიები. ახლა იქნება დაახლოებით 800-1000 კვადრატული ფართობის მაღაზიები. შესაბამისად, ტექნიკა ფართო მომხარებელზეა გათვლილი. ძირითადად წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცეფცია:

  1. Altaokay-mobile, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ აიტი მიმართულება და სმარტფონები.
  2. Altaokay-kitchen, რომელიც სამზარეულო ტექნიკას წარმოადგენს, როგორც ცალკეულ მიმართულებას.
  3. Altaokay-express -სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა კატეგორია და მათში ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი ტექნიკის ერთეულები.
  4. Altaokay – რომელიც დიდი სივრცის მაღაზიებს წარუდგენს მომხმარებელს. ტიპიური ტექნიკის სუპერმარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად ყველა კატეგორია და მიმართულება.

M: რატომ მოხდა სახელების გაერთიანება და არა ახალი სახელის შერჩევა?

ორივე კომპანიამ წლების მანძილზე მოახდინა გარკვეული ტიპის პოზიციონირება მომხმარებელში, როგორც ემოციური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად ჩავთვალეთ საჭიროდ რომ შეგვენარჩუნებინა 18 წლიანი წარმატებული გამოცდილება და სახელები ქართულ ბაზარზე.

M: საბოლოო გაერთიანება როდის იგეგმება?

პირველი დეკემბრიდან წამყვანი მაღაზიები მომხმარებლისთვის უკვე გაერთიანებული სახელის ქვეშ წარსდგებიან. სრული გაერთიანება უკვე დაწყებულია. აქ მხოლოდ დროზეა საუბარი, რომელიც დიდ პერიოდს არ მოიცავს.

კონტენტ მარკეტინგი ბიზნესის აწმყოა

ნუ გადმოიტანთ თქვენი ხელმძღვანელის სტრესს თქვენს თავზე!