in

ალტას ახალი რეკლამა, რომლის ყურებაც არასდროს მოგბეზრდებათ

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია ALTA ახალი გრაფიკული სარეკლამო რგოლის მეშვეობით საკუთარ სამყაროს გვაცნობს. “იპოვე მომავლის ტექნიკა alta.ge-ზე” კამპანია შეიქმნა ბრენდის ონლაინ-მაღაზიის პოპულარიზაციისთვის და პროდუქციის მრავალფეროვნების წარმოსაჩენად.

სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელზეც მარკეტინგულმა სააგენტო Project Lab-მა იმუშავა, ვხედავთ მთავარი გმირის მოგზაურობას. გმირი, რომელსაც ტექნიკის განახლება სჭირდება, თავისი ოთახიდან ვირტუალურად ხვდება ციფრულ სამყაროში, სადაც მას გაუძღვება სახასიათო “ჩეთ-ბოტი” და უფრო მეტს მოუყვება ტექნიკის შესაძლებლობების შესახებ.

კამპანიის მხარდასაჭერად ასევე შეიქმნა ვებ-პორტალი https://momavlistechnica.ge/ კითხვარით. ვებ-პორტალზეც “ჩეთ-ბოტი” გიმასპინძლებთ, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ტექნიკის შერჩევაში და კითხვარის ბოლოს შესაფერისი ტექნიკის ფასდაკლებების ბმულსაც შემოგთავაზებთ.

კლიენტისგან საინტერესო დავალება მივიღეთ – უნდა მოგვეფიქრებინა ონლაინ-მაღაზიის პოპულარიზაციის ხერხები. მალევე გაჩნდა იდეა, ეს ყველაფერი გვეჩვენებინა ვირტუალური სამყაროს მეშვეობით. გვინდოდა გადმოგვეცა ის გამოცდილება, თუ როგორია, როდესაც ალტას სამყაროში ხვდები. საინტერესო და ფერადი სამყაროს შექმნაში  სტუდია “Garnamatac” მონაწილეობდა, CG არტისტებმა ზუსტად გადმოსცეს ის გარემო და ემოციები, რომლებიც ALTA-ს ცოცხალ და თანამედროვე ბრენდად წარმოაჩენს”აღნიშნავს გიორგი ლოლუა, Project Lab-ის დამფუძნებელი.

პირველი გრაფიკული ვიდეო-რგოლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ალტას ციფრული სამყარო კიდევ უფრო გაფართოვდეს, რაც ახალი სიტყვა იქნება ბრენდისთვის და ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

Nissan-ის 60 წელი – 30 წამში!

რა არის UX წერა და რატომ არის მისი გათვალისწინება აუცილებელი?