in

ახალი წლიდან განახლების დროა – „ალტას” კამპანია

ახალი წელი რეფლექსიისა და სიახლეების პერიოდია. ადამიანები სწორედ ამ დროს იწყებენ მიღებული გამოცდილების გადაფასებას და სახავენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებს.

ტექნოლოგიური პროგრესი თითოეული ჩვენგანის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ყოველი ახალი მოწყობილობა ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს და გვეხმარება ყოველდღიურობის გამარტივებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ტექნიკას ხშირად მხოლოდ საგნებად აღვიქვამთ, სინამდვილეში ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ჩუმი თანამგზავრები არიან. რა იქნებოდა ტექნიკას რომ  საუბარი შეეძლოს? ან როგორი იქნებოდა მათი პერსპექტივით დანახული ჩვენი ყოველდღიურობა? – კრეატიულმა სააგენტო watergunz-მა სწორედ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით შექმნა „ალტას” საახალწლო კამპანია.

„განახლების დროა” არის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული მოწყობილობები გულწრფელი, ადამიანური, ცოტაოდენი იუმორით გაჯერებული მონოლოგებით გვიზიარებენ იმ ემოციებსა და გამოცდილებებს, რომელიც ჩვენთან თანაცხოვრების განმავლობაში დააგროვეს.

სწორედ ეს ისტორიები გვაჩვენებს, რამდენად დასაფასებელია ჩვენი ძველი ტექნიკა და რატომ ესაჭიროება მას დამსახურებული დასვენება.

მოწყობილობები, რომლებმაც თავიანთ მეგზურებთან ერთად არაერთი თავგადასავალი, ჭირი თუ ლხინი გაიარეს, თვითონვე აღაირებენ, რომ მათი რესურსი უკვე ამოიწურა. ისინი გულწრფელად მოგვიწოდებენ, რომ დროა, უფრო ძლიერი, ახალი თანამგზავრები მოვძებნოთ, რათა მიზნებისკენ სწრაფვა შეუფერხებლად გავაგრძელოთ.

ახალი წლიდან ხომ განახლების დროა!

კრედიტები:

კლიენტი: ალტა

მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ენუკი კვინტრაძე

უფროსი მარკეტინგის მენეჯერი: ნათია ნატროშვილი

მარკეტინგის მენეჯერი: ლიკა სიჭინავა

კრეატიული სააგენტო: watergunz

კრეატიული დირექტორი: თათია ტაბატაძე

არტ დირექტორი: ნანკა ბაღათურია

ექაუნთ მენეჯერი: თეკო მგალობლიშვილი

პროექტის მენეჯერი: ქეთო ცაავა

ციფრული სტრატეგი: ნინუცა ძნელაძე

გრაფიკული დიზაინერები: ანიკი გელაშვილი, თათუკა თარგამაძე

წარმოების კომპანია: ენკენი ფილმს

აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჩო მებურიშვილი

ლაინ პროდიუსერი: სოფო ბენდიაშვილი

წარმოების ხელმძღვანელი: სოფო ორჯონიკიძე

წარმოების სუპერვაიზერი: ბექა კირტავა

პროდიუსერი: თამთა ნავროზაშვილი

წარმოების მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი

წარმოების ოფისის მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი

წარმოების ბუღალტერი: ელენე სადუნიშვილი

წარმოების იურისტი: ნანუკა ჭკუასელი

რეჟისორი: დიმა ჩხეიძე

დამდგმელი ოპერატორი: ბიბა ვართანოვი, ს. კ. ა.

კამერის პირველი ასისტენტი: გიორგი მედულაშვილი

კამერის ასისტენტი: ხატია ხალვაში

ვიდეო ოპერატორი: ნინია ცაბაძე

გაფერი: მიშა საგანელიძე

განათება და გრიპი: არჩილ სამხარაძე, სანდრო ხუნწარია, დავით სამხარაძე, ბექა დვალიშვილი, დავით საღრიშვილი, ბეჟან ლალიაშვილი, იურა პოღოსოვი, შოთა ხიჯაკაძე

დამდგმელი მხატვარი: სოფო ბაზღაძე

დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ნინა ჯანდიერი, გიორგი გიორგანაშვილი, გელა დევიძე

კოსტუმების მხატვარი: თინათინ შენგელია

კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე კეკელიძე

გრიმიორი: მადონა ჭანტურია

ქასთინგის რეჟისორი: მიშა აფხაზავა

ქასთინგის მენეჯერი: სოფო ქობაჩიშვილი

მსახიობი: ფოტინე ჩილაჩავა

სეტი და ქეითერინგი: ფიესტა

დიასახლისი: ლაურა მესხი

მძღოლები: გიორგი არეშიძე, დათა მირზიაშვილი, ლაშა კილაძე, გივი ჭელიძე, გიორგი როდნოვ, კახა გუგუშვილი, ალექსი სულხანიშვილი

ლოკაციის მენეჯერი: დათო თოდუა

ლოკაციის მომზადების მენეჯერი: ჯონი ბაიაძე

ფოტოგრაფი: ბექა გულვა

მონტაჟი: დიმა ჩხეიძე

ფერის კორექცია: ბიბა ვართანოვი

VFX: ირაკლი ზურაბიშვილი

ხმის დიზაინი: ჰეიმა პროდაქშენი

V.O. არტისტი: თეკლა ჯავახაძე

[პარტნიორის კონტენტი]

მალე YouTube Shorts-ის კრეატორებს Adobe Premiere-ში კონტენტის შესაქმნელად ცალკე სივრცე დახვდებათ

დაამტკიცეთ, რომ დედამიწა ბრტყელია და Columbia-ს გადმოგიფორმებენ — Expedition Impossible