წინასაახალწლო სამზადისს საჩუქრების არჩევასთან დაკავშირებული მღელვარება ახლავს. თან გინდა, სწორად აარჩიო, რა აჩუქო საყვარელ ადამიანს (საკუთარი თავიც ხომ საყვარელი ადამიანია…), თან არც ის გინდა, ყიდვა დააგვიანო, გრძელ რიგში იყურყუტო ან ფასდაკლება გამოტოვო. ზოგჯერ, საკუთარ ფიქრებში გართულს არც იმის თქმა გინდა გჭირდებოდეს, რომ პროდუქტების სტენდს უბრალოდ ათვალიერებ და ჯერ კონსულტანცის დახმარებას არ საჭიროებ. სწორედ ამ გზავნილების გადმოსაცემად, „ალტამ“ წამოიწყო საახალწლო კამპანია, რომელშიც ყველა ამოცანის გასამკლავებლად ცალკე გუნდია შექმნილი. ვიდეორგოლის სიუჟეტში ზოგი საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს, ზოგიც საჩუქრის მშვიდად შერჩევაში გეხმარებათ, სხვები – ფასებს აზღვევენ, საჩუქრების ბოლო წამამდე მიყვანისგან ან მოსაბეზრებელი სიმღერებისგან გიცავენ – მოკლედ, რაც არ უნდა ხდებოდეს, „ალტას“ ამისთვის სპეციალური გუნდი ჰყავს. აი, ერთ-ერთი მათგანია „მარკეტერის ჟურნალისტთან საახალწლო კამპანიაზე ურთიერთობის გუნდი“, რომლის წარმომადგენელიც „ალტას“ საახალწლო კამპანიაზე გვესაუბრა.
M: „ალტას“ ყოველწლიურად აქვს წინასაახალწლო აქტივობები. კამპანიის მთლიან კონცეფციაზე გვიამბეთ – რით განსხვავდება წლევანდელი კამპანია?
მარკეტერის ჟურნალისტთან ურთიერთობის გუნდის წევრი: წლევანდელ კამპანიაში თავი მოვუყარეთ ყველასთვის ნაცნობ იმ საახალწლო ემოციებსა თუ გამოცდილებას, რომელიც საჩუქრის შერჩევასა და შოპინგს ახლავს თან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი ტექნიკის მიწოდებასთან ერთად მაქსიმალურად შევამციროთ ის მცირე წუხილები, რომელიც საახალწლო შოპინგს ერთვის ხოლმე. ჩვენი გუნდები სწორედ ამ წუხილების გაცამტვერებასა და საჩუქრის შერჩევის პროცესის გამარტივებას უწყობენ ხელს.
განსხვავებაა თუნდაც ის, რომ წლევანდელი საახალწლო კამპანიის ფარგლებში ახალი პერსონაჟები გამოჩნდნენ. მაგალითად, მე. თორემ სხვა შემთხვევაში ჩემ ნაცვლად ახლა სტანდარტულად ან „ალტას“ მარკეტინგის მენეჯერი ილაპარაკებდა, ან კამპანიის კრეატიული დირექტორი ან Project Lab-ის წარმომადგენელი… უამრავი მსურველია, ხომ ხვდებით?
M: როგორ არიან განაწილებული „ალტას“ გუნდები და რა განსხვავებულ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს?
მ.ჟ.უ.გ.წ: „ალტას“ გუნდების სერვისი მრავალფეროვანია – საახალწლო განწყობაზე მოყვანიდან დაწყებული, რასაც გული გკარნახობს, იმ საჩუქრების შერჩევაში დახმარებით დასრულებული. ეს გუნდები შესაძლოა რეალურ სივრცეებში ნაკლებად ჩანდნენ, მაგრამ კამპანიის განმავლობაში ყოველთვის საგრძნობი იქნება, რომ ისინი საჩუქრების შერჩევა-შეძენის პროცესში მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავენ.
ახალ გუნდებს რაც შეეხება, თუკი „საჩუქრების ყიდვის ბოლო წამამდე მიყვანის წინააღმდეგ მებრძოლმა გუნდმა“ ცოტა იზარმაცა და ფილიალები მაინც გადაიტვირთა, ასევე, განვიხილავთ „სანამ თქვენ საჩუქრებს ყიდულობთ, თქვენ ნაცვლად, რიგში მდგომი გუნდის“ ჩამოყალიბებასაც. თუმცა… ასე ხომ თავად ამ გუნდის წევრებმა შეიძლება შექმნან რიგი?! არ ვიცი… უნდა დავფიქრდე.
M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი? როგორ მიანიშნებს, რომ „ალტაში“ შოპინგი უკეთესია?
მ.ჟ.უ.გ.წ: კამპანიის მთავარი სათქმელი სწორედ ისაა, რასაც ვიდეოს ბოლოს ვამბობთ – „არ გამოგრჩეთ! ყოველკვირეული საახალწლო ფასდაკლებები და საჩუქრები ალტას გუნდებისგან. მრავალ ახალ ტექნიკას!“. ან, შეიძლება ისიც იყოს, რომ „ჩვენთან ფასდაკლებები უკვე დაიწყო. გისურვებთ ახალ წელს მრავალი ახალი ტექნიკით შეხვდეთ“. ან, სულაც „საახალწლო საჩუქრების შერჩევის კომფორტზე ალტას გუნდები იზრუნებენ“. არ ვიცი. მე მხოლოდ მარკეტერის ჟურნალისტთან ურთიერთობის გუნდის წევრი ვარ. ამაზე პასუხი კი, წესით, კამპანიის კონცეფციის ავტორს ან მარკეტინგის ხალხს უფრო ექნება…
…თუმცა, „ალტაში“ შოპინგი უკეთესი რომ არის, ეგ მათ გარეშეც თამამად შემიძლია გითხრათ. ჯერ მარტო, ტექნიკის ოფიციალურობა რად ღირს?! ფასდაკლებებსა და საჩუქრებზე რომ არაფერი ვთქვა… ა, თუ მაგაზე ისედაც ვთქვი დასაწყისშივე.
M: ჩვენც სწორედ ეს უნდა გვეკითხა. ვიდეორგოლი ვრცლად გვიამბობს „ალტას“ გუნდების როლზე. თუმცა, ბოლოს ბრენდის კიდევ ერთ უპირატესობასაც უსვამს ხაზს – ოფიციალური ტექნიკის წარმომადგენლობას. რა ბრენდებს წარმოადგენთ და როგორია მომსახურების უპირატესობა?
მ.ჟ.უ.გ.წ: ბრენდი იმდენია, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს. თუმცა, არც ის მინდა, რომელიმეს გამორჩენის შიშით, არც ერთი არ ვთქვა. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ალტა არის ოფიციალური პარტნიორი ისეთი ცნობილი ბრენდებისა, როგორებიცაა: Samsung, Apple, Asus, Sony, Microsoft, TCL, Xiaomi, AEG, Electrolux, Whirlpool, Philips, Panasonic, Canon, HP და სხვა ასზე მეტი დასახელების კომპანია.
შესაბამისად, ყველა კატეგორიის პროდუქცია – სმარტფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა – მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობისგან არის მოწოდებული და მათზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია თუ მომსახურება ვრცელდება.
M: კიდევ, რას ველოდოთ წინასაახალწლო კამპანიის ფარგლებში?
მ.ჟ.უ.გ.წ: ამ საკითხზე „წინასაახალწლო კამპანიის ფარგლებში დამატებითი აქტივობების მოფიქრების“ გუნდი მუშაობს და მათი შრომის შედეგები ფილიალებსა თუ სოციალურ ქსელებში მალევე გამოჩნდება. მანამდე კი შეგვიძლია იმ ფასდაკლებებითა და საჩუქრებით ვისარგებლოთ, რომლებსაც ალტას დანარჩენი გუნდებისგან ყოველკვირეულად უნდა ველოდოთ. მრავალ ახალ ტექნიკას!
და ჰო, ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ამ ყველაფერს მარტომ გავართვი თავი, იქნებ აი, ეს სიაც დაურთოთ ბოლოს:
Client: Alta • ალტა
Creative Agency and Production: Project Lab • პროჯექტ ლაბი
Project Director: Giorgi Lolua
Executive Producer: Sandro Khundzakishvili
Director: Dato Borchkhadze
1st Assistant Director: Margo Zubashvili
Creative Director: Beqa Adamashvili
DoP: Goga Devdariani
Account Manager: Ana Giorgadze
Creative Project Manager: Anna Akhalbedashvili
Art Director: Ilia Kobakhidze
Copywriter: Beqa Adamashvili, Anna Akhalbedashvili, Sandro Khundzakishvili
Designer: Ilia Kobakhidze, Giorgi Muchaidze
Video Editor: Luka Kakabadze
———————————–
Alta Team
Project Manager: Tamar Ghachava
Head of Marketing & Commerce: Giorgi Pochkhua
Digital Marketing Manager: Levan Bukhradze
Marketing Manager: Luka Grigalava
Graphic Designer: Giorgi Gigineishvili
Graphic Designer: Mia Uturgauli
———————————–
Production Designer: Sofo Bazghadze
Art Department: Shota Begalishvili, Giorgi Gorgiashvili, Archil Shamakhia
Stylist: Ika Bobokhidze
Stylist Assistants: Elene Gabilaia, Nini Natelashvili
Make-up and Hair Artists: Nino Bedeladze, Veriko Bedeladze, Naniko Sulakvelidze
2nd AD: Nia Zhvania
Focus Puller: Giorgi Medulashvili
Camera AC: Levan Zaridze
Dolly/Rail: Zuri Tsuleiskiri, Temp Ezieshvili
Playback: Khatia Khalvashi
Gaffer: Mikheil Saganelidze
Illuminators: Mikheil Gvalia, Archil Samkharadze, Giorgi Samkharadze, Beka Kharaishvili
Set Manager: Sandro Khundzakishvili
Assistants: Sali Sreseli, Nikusha Kantidze
Making of: Davit Durglishvili
Set Photographer: Kakhi Bilanishvili
———————————–
Post-Production
Producer: Giorgi Lolua
Music and Sound Design: Heima Production
Voice Over: Oto Lobzhanidze
Colour: Mindia Inasaridze
CGI and VFX: George Korganov
Packshot: Ilia Kobakhidze, Luka Kakabadze
———————————–
Cast
Casting Director: Misha Apkhazava
Casting Assistant: Sopo Qobachisvhili
Main Characters: Oto Lobzhanidze, Eka Molodinashvili
Cast:
Nia Zhvania
Nina Tavadze
Ketusha Chikvinidze
Vato Sanikidze
Giorgi Maskhulia
Nutsa Abashidze
Archil Avalishvili
Giorgi Shikhiashvili
Maria Satchinin
Tako Betchvaia
Evgeni Maghlakelidze
Dachi Babunashvili
Tako Kostava
Zuka Papuashvili
Vito Shengeli
Koba Pochikashvili
Levan Shengelia
Giorgi Gagnidze
Anjelika Agababovi
Tinatin Valishvili