in

ალტაში გულშემატკივრობა ფასდება: გაამხნევე საქართველოს ნაკრები და მიიღე დამატებითი საჩუქრები

26 მარტის ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ქართველი ხალხის წარმოუდგენელი ერთიანობით კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაგვამახსოვრდა. სულ მალე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტი შედგება. ეს ამბავი კი უხმაუროდ არც „ალტაში” ჩაივლის — „ჩვენი ტექნიკით, შინ თუ გარეთ, უნდა ვუგულშემატკივროთ სპორტსმენებს, რომლებმაც ქართველ ხალხს ბრძოლის აზრი კიდევ ერთხელ დააჯერა“.

წიინ, საქართველოო! გაამხნევე ფეხბურთელები შეძახილებით და მიიღე ვაუჩერი, ფასდაკლებებთან ერთად

30 ივნისის ჩათვლით, ალტას მაღაზიებსა და ვებგვერდზე შერჩეულ ტექნიკაზე სპეციალური ფასდაკლებები მოქმედებს, თუმცა მაღაზიებში გულშემატკივრობა დამატებითი საჩუქრებითაც ფასდება.

„გვინდოდა, ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, რასაც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჰქვია, განსაკუთრებული კამპანია გაგვეკეთებინა. გვსურდა, ჩვენც ვყოფილიყავით გულმხურვალე ქართველი ქომაგების რიგებში და მათთვის მეტი მოტივაცია მიგვეცა. ამავდროულად, დაგვეფასებინა ის ერთიანობა, რაც სტადიონზე, ქუჩაში თუ სახლში, ტელევიზორის ეკრანებთან დავინახეთ. გადავწყვიტეთ, რომ შოთა არველაძესთან კოლაბორაცია ბუდუსთან, ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთან ერთად გაგრძელებულიყო, რაც შოთის იდეა და დიდი დამსახურებაა. ამის შემდეგ, სააგენტო Project Lab-თან ერთად დავიწყეთ კამპანიაზე მუშაობა და გადაწყდა, რომ გულშემატკივრობა ალტაში განსაკუთრებულად უნდა დაფასებულიყო“, — ალტას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბუხრაძე.

როგორ?

„პასუხი იყო დამატებითი საჩუქრებითო. მერე დავსვით კითხვა, როგორ ვაფასებთო — რაც უფრო ხმამაღლა შესძახებ და შენს ხმას მეორე გულშემატკივარს მიაწვდენ, ის ბანს მოგცემს, მერე ავმღერდებით და დავჭექავთ, აი, ისეო, ითქვა გუნდში.

ვიფიქრეთ და ალტაში მოსული გულშემატკივრებისთვის შევქმენით სპეციალური აპარატი, რომელიც ხმის დეციბალებს განსაზღვრავს და მომხმარებელს ფასდაკლების ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას მისცემს. მოხვალ ალტაში, გაამხნევებ ნაკრებს და იღებ საჩუქარს — ისეთი მარტივია, უარს ვერ იტყვი“,კამპანიის კრეატიული დირექტორი, ლაშა კოტორაშვილი.

სხვადასხვა თაობის ორი ვარსკვლავი

ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი, შოთა არველაძე, ალტას კამპანიებში არაერთხელ გამოჩენილა — მათ შორის ერთ-ერთმა საახალწლო კამპანიამ „შოთის გაზეთი” საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე KIAF 2024 2x ბრინჯაოც მოიპოვა. შემდეგ მარველაძეების საგმირო საქმეებიც იყო და ამჯერად, შოთასთან ერთად, ვიდეორგოლში თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი ბუდუ ზივზივაძეც გამოჩნდა.

გულშემატკივრობას გასაოცარი ძალა აქვს, რომელიც სტადიონზე საქართველოს სახელისთვის მებრძოლ ფეხბურთელებს ჩვენგან ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ამ ზაფხულსაც ერთიანობით გავიმარჯვებთ!
წინ, საქართველო!


კრედიტები:

მთავარ როლში: შოთა არველაძე
Cameo: ბუდუ ზივზივაძე
Co-Stars: ტატო ბაციკაძე & გიორგი კალატოზი

ალტას გუნდი:

გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: ნოკა ბაინდურაშვილი
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან ბუხრაძე
მარკეტინგის მენეჯერი: ნათია ნატროშვილი, მარი რთველაძე
ქოფირაითერი: მარიკა კიკალია
გრაფიკული დიზაინერი: გიორგი გიგინეიშვილი, მია უთურგაული
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი: გოგა ფალიანი
სოციალური მედიის მენეჯერი: ბაჩანა ბოლქვაძე
SEO სპეციალისტი: სანდრო სამხარაძე
კრეატიული სააგენტო და წარმოება: Project Lab • პროჯექტ ლაბი
შემოქმედებითი დირექტორი: ლაშა დ. კოტორი
პროექტის დირექტორი: გიორგი ლოლუა
არტ დირექტორი: ნუცა კაკულია
პროდიუსერი: სანდრო ხუნძაყიშვილი
პროდიუსერის ასისტენტი: ლიკა გამხუაშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ანა გიორგაძე
დიზაინერი: ლუკა სამხარაძე, ნუცა კაკულია, გოგი ჭაავა
ქოფირაითერი: კოტორი დ. ლაშა
გადამღები ჯგუფი: Collaba
ოპერატორი: იუგო მორისი
მეორე ოპერატორი: ლადო მჭედლიშვილი
რეჟისორის დამხმარე: გიორგი ტყებუჩავა, დემური კონჯარია
ფოკუსი: ილია ერემენკო
რეჟისორის პირველი ასისტენტი: თამი მორჩილაძე

განათება: 

ლევან სამბათაშვილი
საბა კოპაძე
ვანო ამირანაშვილი
დავით ხუნწარია
ჭოლა ჭყონია

დამდგმელი მხატვარი: The Department
ასისტენტი: გიორგი ბასილაია
სეტ დიზაინერი: ნინო დადუნაშვილი
სეტ დეკორატორი: მიხეილ აბესაძე
რეკვიზიტი: მერი ასათიანი
კოსტიუმები: ნინი ჩხეიძე
მეიქაფი და თმა: ნინო სოფრომაძე
კასტინგის მენეჯერი: ნანუკა სიორიძე
კასტინგის ასისტენტი: ია ვახანია

მსახიობები:

ლუკა ოსიყმაშვილი
შორენა კურტანიძე
ლიზი ნაყოფია
ნიკოლოზ ბახტაძე
გიორგი საბიაშვილი
დოდო ჩოგოვაძე
არჩილ სულაქველიძე
გიორგი გოგოლიძე
დავით აბულაძე

პოსტ წარმოების ხელმძღვანელი: გიორგი ლოლუა
პოსტ წარმოება: იუგო მორისი
Ხმა და მუსიკა: @Uzupo

„განსაკუთრებული მადლობა არველაძეების ოჯახს, ოთო მუმლაძესა და ქართველ სპორტსმენებს ასეთი სიხარულისთვის“.

[პარტნიორის კონტენტი]

ეკომეგობრული შეფუთვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან შექმნეს

Aqualia-ს ევროპული სტანდარტები „ჯივიპის” წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციისთვის