ალტავერსი ის ადგილია, სადაც ყველანაირი ტიპის ციფრული თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყრის თავს და მომხმარებელთან გასამგზავრებლად საგულდაგულოდ ემზადება. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავისი ორგანიზატორები ჰყავს, ვინც იმაზე ზრუნავენ, რომ ადრესატამდე ნებისმიერი პროდუქტი დროულად, შეფერხების გარეშე და იდეალურ მდგომარეობაში მივიდეს.
ამ გუნდის მთავარი წარმომადგენელია რობოტი ჯოი, მხიარული და ანცი პერსონაჟი, რომელიც ალტავერსის დიდ სამყაროში, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში გადაადგილდება და ყველა პროცესს აკვირდება, ხანდახან ცელქობს კიდეც და ზრუნავს იმაზე, რომ ალტავერსში აბსოლუტური წესრიგი იყოს დამყარებული, თითოეული ნივთი მომხმარებელს შეუფერხებლად მიეწოდოს და, რაც მთავარია, სიყვარულით გამზადდეს.
ბრენდის ახალ ანიმაციაში ალტავერსის ეს სამყაროა ასახული. ვიდეორგოლზე სააგენტო Project Lab-მა იმუშავა. ანიმაციის მიზანია, მაყურებელი ალტავერსის კულისებში შეახედოს და აჩვენოს, რა პროცესებს გადის ის პროდუქტი, რომელიც მალე მისი გახდება.
ალტავერსში მოხვედრა და სასურველი პროდუქტის არჩევა alta.ge-დან შეგიძლიათ. აქ ოფიციალური ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანია. მხიარული ჯოი და მისი მეგობრები კი იზრუნებენ იმაზე, რომ შეკვეთა უმოკლეს დროში მოვიდეს თქვენამდე.
[R]