in

„ალტე უნივერსიტეტის“ დიზაინ ფიქრის კურსს ეკა ყიფიანი გაუძღვება!

არა, „დიზაინ ფიქრი“ სულაც არ არის მხოლოდ გრაფიკოსი დიზაინერის საქმე. ესაა აზროვნების სტილი, მიდგომა, რომელიც დასახული ამოცანის მოქნილად და ორიგინალურად გადაწყვეტაში გვეხმარება. დიზაინ ფიქრს მიმართავს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პრობლემიდან განსხვავებულ გამოსავალს ეძებს. ამ მიდგომას, საქართველოში მომუშავე პროფესიონალები სულ უფრო ხშირად მიმართავენ და ინტერესიც მზარდია. დიზაინ ფიქრის ტექნიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის „ალტე უნივერსიტეტი“ სამ დღიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსს იწყებს, რომელსაც JWT Metro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეკა ყიფიანი გაუძღვება. სააგენტოში 15-წლიანი, ხოლო სფეროში 18-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ტრენერი თვლის, რომ შემოქმედებითი ფიქრი ნიჭი არაა – ესაა მიდგომა, რომლის გამომუშავებაც ყველას შეუძლია. ტრენინგს ამბიციური მიზანი აქვს – 3 დღეში, მისმა მონაწილემ დიზაინ ფიქრის მიდგომის სიღრმისეული აღქმა, გაგება და დაუფლება უნდა შეძლოს. ინტენსიური კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს. ტრენინგი 4-5-6 თებერვალს ჩატარდება. როგორ შეცვლის თქვენს დიზაინ ფიქრს ეს სამი დღე? ამის შესახებ, ჩვენს კითხვებს ეკა ყიფიანი პასუხობს.

M: რას გულისხმობს დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგია?

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, თუკი შეხება გაქვს ამოცანის გადაჭრასთან და იდეების მოფიქრებასთან, ე.ი. დიზაინ ფიქრი აუცილებლად გამოგადგება. ესაა ეფექტური მეთოდოლოგია, რომელიც დიზაინერებისგან არის აღებული – როგორ მოქმედებენ გრაფიკოსები, ლანდშაფტის დიზაინერები თუ არქიტექტორები ამოცანის გადაჭრის დროს. ეს შემოქმედებითი პროცესი ადაპტირებულია სხვადასხვა პროფესიისთვის დამახასიათებელი, ნებისმიერი ტიპის იდეის, პროდუქტისა თუ ლიდების გენერირებაზე.

M: რატომაა საჭირო დიზაინ ფიქრი?

დიზაინ ფიქრის შემუშავება კომპანია IDEO-ს დამფუძნებლის, ლარი ლეიფერის სახელს უკავშირდება. ამ მიდგომის მთავარი პრინციპია, რომ ნებისმიერი პროდუქტი მომართული უნდა იყოს არამხოლოდ მონეტიზაციისთვის ხელსაყრელად, არამედ მომხმარებლისთვისა და გარემოსთვის სასარგებლოდ. ამდენად, თუკი ადრე ბიზნეს იდეაზე ფულის გამომუშავების კონტექსტში საუბრობდნენ, დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგიამ ეს მიდგომა საგრძნობლად შეცვალა. დიზაინ ფიქრი უკვე ძალიან ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, ინოვაციურ კომპანიებში, ეკო პროექტებში და სხვა მიმართულებებით.

M: როგორია დიზაინ ფიქრის მუშაობის მექანიზმი?

დიზაინ ფიქრი გამოწვევას სტრუქტურიზებულად და კონკრეტული მიდგომით პასუხობს. ესაა რამდენიმე ეტაპიანი სქემა, რომელიც ადამიანებისადმი ემპათიის გამომუშავებას, შემდეგ, მათი საჭიროებების განსაზღვრას, შემოქმედებით გადაწყვეტას, პროტოტიპირებასა და გამოცდას გულისხმობს. პროცესში სიტუაციის გადაფასებას აკეთებ. მთავარია ის, რომ კონკრეტული მიმართულებით აუცილებლად იპოვი საუკეთესო გადაწყვეტას.

M: რას ისწავლიან მონაწილეები, კურსის განმავლობაში?

ჩემი მთავარი მიზანია, რომ მონაწილეებმა, კურსის დასრულების შემდეგ, უკეთესი იდეების შემუშავება შეძლონ და უფრო ეფექტურად იფიქრონ პრობლემის გადაჭრაზე. შესანიშნავია როგორც სტარტაპებისთვის, ანტრეპრენერებისთვის, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, სოციალური აქტივისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ეს პროცესი აინტერესებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თავს არ თვლის შემოქმედებითად. ეს თითოეულ მათგანს კრეატიული მიდგომის გამომუშავებაში დაეხმარება და მიხვდებიან, რომ საქმის ეფექტურად შესასრულებლად, არაა აუცილებელი რუტინულ გარემოში მუშაობა. ადამიანი ბუნებით შემოქმედია და ყველაფრის დანახვა შეუძლია სრულიად განსხვავებული, უნიკალური მხრიდან.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კურსი სამ დღეს გაგრძელდება. ზოგჯერ, რაღაც საკითხს რამდენიმე დღის მანძილზე, კარგად რომ ჩაუჯდები, უკეთ ითვისებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, ტრენინგის მონაწილე მთლიანად ჩაეფლოს დიზაინ ფიქრში და საკუთარი ეფექტიანობა გეომეტრიული პროგრესიით გაზარდოს.

ეკა ყიფიანის საავტორო კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Design Thinking-ის კურსი 4,5,6 თებერვალს ჩატარდება. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ალტე უნივერსიტეტის“ ვებგვერდზე.

 

[R]

LOAFA — დივანი პურის ფორმებით

ასეთია Coca-Cola-ს შეფუთვის განახლებული დიზაინი და ახალი გემო