in

ალტე უნივერსიტეტი მომავალ მაგისტრებს პრაქტიკული ლიდერობის ვორქშოფზე გიწვევთ

12-13 ივლისს, 19:00 სთ-ზე, ალტე უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების მომავალ მაგისტრებს „პრაქტიკული ლიდერობის ვორქშოფზე“ გიწვევთ.

რას მოიცავს ჯონ მაქსველის „ლიდერობის 5 დონე“, როგორ გააცნობიეროთ საკუთარი ლიდერობის პოტენციალი, რომელ ეტაპზე ხართ დღეს და რა შეგიძლიათ გააკეთოთ მორიგი წარმატებისთვის? — ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საკმაოდ აქტიური და ინტერაქტიული 2-დღიანი ვორქშოფის დროს განვიხილავთ.

ვორქშოფს გაუძღვება ნანა მიქაშავიძე, ბიზნეს სკოლის დეკანი და ლიდერშიფ კონსალტინგის კომპანია “Wizard”-ის დამფუძნებელი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს.

„გახდე ლიდერი, ნიშნავს გახდე საკუთარი თავი. ეს ისეთივე რთულია, როგორიც მარტივი — ვარენ ბენესის ფრაზას თუ დავესესხებით, ლიდერული უნარების განვითარება პირველ რიგში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, ვიწვევთ მათ, ვისაც სურთ შეცვალონ დამოკიდებულება საქმის, საკუთარი თავისა და გარე ფაქტორების მიმართ. ეს ცვლილებები კი დარწმუნებული ვარ თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას შეძლონ და განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები, როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ასევე ორგანიზაციასა და საზოგადოებაში“.

👉 ვორქშოფში მონაწილეობას მხოლოდ 25 მომავალი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი შეძლებს. ამისთვის კი აუცილებელია:

🔸 დარეგისტრირებული იყოთ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე;

🔸 გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერულად დადასტურდა, რომ შიმშილისას ბრაზის დონე მატულობს

როგორ უნდა მოემზადოთ სამსახურში ცუდი უკუკავშირის მისაღებად?