in

როგორი იყო „ალტე უნივერსიტეტის“ Start-Up ზაფხული?

უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მონაკვეთი ადამიანის ცხოვრებაში – იგი ახდენს გარდამტეხ ცვლილებას პიროვნების კარიერულ ჩამოყალიბებაში. „ალტე უნივერსიტეტი“ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და სურს საუნივერსიტეტო კედლებს მიღმაც იყოს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ამ მიზნით კი მისი წარმომადგენლები არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მომავალი მაგისტრებისთვის. წლევანდელი ცხელი სეზონისთვის, უნივერსიტეტმა ბიზნეს სკოლის სტარტაპ გარაჟის ფარგლებში პროექტი „Start-up ზაფხული“ წამოიწყო, რომელშიც საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტიდან 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ჩატარდა არაერთი ღონისძიება, ტრენინგი, ვორკშოპი… მენტორები უფროსკლასელებს ტექნოლოგიურ და ანტრეპრენერულ საკითხებში გარკვევაში აქტიურად ეხმარებოდნენ. ალტე უნივერსიტეტის „Start-up ზაფხული“ CARE International-ის ახალგაზრდული ბანაკით დასრულდა.

თეონა დალაქიშვილი

„ალტე უნივერსიტეტის „Start-up ზაფხულის“ მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ოთხ კედელში მოქცეული ინსტიტუცია და სწავლა-განვითარება მხოლოდ სემესტრიდან-სემესტრამდე პერიოდში არ ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით „მეიქერ სფეის“ (Maker Space) ტენტი, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეეძლოთ მოსვლა, იდეებზე მუშაობა, მენტორების მხარდაჭერის მიღება, შეხვედრებზე დასწრება და რაც ყველაზე მთავარია, პროტოტიპის შექმნა და გაყიდვა. ცხადია, ეს პროტოტიპები არ იყო მაღალტექნოლოგიური, თუმცა თითოეულ მათგანს ჰქონდა სასწავლო მისია, რათა ახალგაზრდებს გაეაზრებინათ, თუ როგორ ხდება იდეის პროდუქტად ქცევა და სწორ სეგმენტამდე მისი მიტანა“, გვიამბო სტარტაპ-გარაჟის ხელმძღვანელმა, თეონა დალაქიშვილმა.

M: რა საჭიროებები ჰქონდათ სკოლის მოსწავლეებს, რის უზრუნველყოფაც დაისახეთ მიზნად?

საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის სწორი მიმართულებით განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ადრეული განათლების ეტაპზევე უნდა დაიწყოს სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტების მისია კი ჩვენი მოსაზრებით სწორედ განათლების სისტემაში ცვლილების შეტანა უნდა იყოს. ალტე უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით უკვე განახორციელა პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი. გარდა ამისა, ჩავატარეთ ტრენინგები, ვუმასპინძლეთ ახალგაზრდებს ფაბლაბში, სადაც ვასწავლეთ, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები პროტოტიპის შესაქმნელად. ასევე, ჩავატარეთ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა სტარტაპერებთან, გავაცანით ისეთი ცნებები, როგორიცაა NFT, ბლოკჩეინი – ტენდენციები, რომლებზეც ახლა ყველა საუბრობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაინტერესებული პირები იმ ადამიანებს შევახვედრეთ, ვინც უშუალოდ მუშაობს ტექნოლოგიების მიმართულებით.

M: როგორ ცდილობთ ახალგაზრდებში ანტრეპრენერული უნარების ხელშეწყობას?

ანტრეპრენერული უნარების განვითარება სხვადასხვა დონეზე ხდება. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან კომპლექსური მუშაობა, სკოლაში, უნივერსიტეტში და მის მიღმა. ჩვენ ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზეც. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად ვმუშაობთ სასკოლო ინოვატორთა კლუბების კონცეფციაზე და ვქმნით სახელმძღვანელოს, რომლის გამოყენებაც შემდგომში შესაძლებელი იქნება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.

M: საქართველოს მასშტაბით, როგორ დაიგეგმა აქტივობები და ვისთვის იყო გათვალისწინებული?

აქტივობები დაიგეგმა ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად, UNDP-ის მხარდაჭერით. ჩავრთეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტი, მოვიცავით 500-ზე მეტი ახალგაზრდა და ჩავატარეთ ინოვაციის ბანაკები, რასაც ახლა მეორე ეტაპზე, მოყვება მენტორინგის პროცესი. მის ფარგლებში, ახალგაზრდები მუშაობენ იდეების განვითარებასა და პროტოტიპირებაზე, საუკეთესო იდეების გამოფენა კი შედგება დემო დღეზე, თბილისში, სექტემბრის თვეში. ასევე პროექტის საბოლოო ეტაპზე შეიქმნება სასკოლო ინოვატორთა კლუბები.

M: რა აქტივობებს მოიცავდა ბათუმში განთავსებული სტარტაპ-ტენტი და ღონისძიებები?

სტარტაპ-ტენტი, ღია გამოფენებისა და მენტორების ცოდნის ანტერპრენერებისთვის გაზიარების შესაძლებლობის გარდა, პარალელურად, მასპინძლობდა სხვადასხვა ტრენინგს, შეხვედრას, ვორკშოპს. შევხვდით სხვადასხვა სტარტაპერს, ახალგაზრდებმა გაიცნეს ფინტექ ასოციაციის წარმომადგენლები, ჩატარდა ტრენინგები იდეების განვითარებასა და 3D მოდელირებაში. ასევე, მონაწილეებმა გაიგეს, თუ რა არის ქრაუდფანდინგი, დაესწრნენ ორბელიანი მეტის ვორკშოპს და მოისმინეს, თუ რა გზა გაიარეს ანტერპრენერებმა და სტარტაპერებმა იდეიდან პროდუქტამდე.

M: რას მოიცავდა CARE ბანაკი, რომელიც 13-14 აგვისტოს ჩატარდა?

13-14 აგვისტოს CARE International-ის ბანაკი გახლდათ დასკვნითი ღონისძიება, რომელიც  ალტე უნივერსიტეტის პროექტ „Start-up ზაფხულის“ ფარგლებში დაიგეგმა. სვანეთიდან, 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა იდეების განვითარების ვორკშოპში, ეწვივნენ ბათუმის ტექნოპარკს და მენტორების დახმარებით, იმუშავეს ციფრული იდეების განხორციელების გეგმაზე.

M: როგორია ამ აქტივობების მოსალოდნელი შედეგი, თქვენი ხედვით?

აქტივობები, პირველ რიგში, ზრდის ცოდნას სამეწარმეო ეკოსისტემისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. პირდაპირი შედეგია, რომ ოთხმა გუნდმა უკვე შექმნა პროტოტიპი და მათი გაყიდვაც მოახერხა. ასევე, დამატებით 2 გუნდი, ჩვენი მენტორების მხარდაჭერით, იდეების კონკურსების ნახევარფინალშია. რეგიონებში სამეწარმეო იდეებზე 400-მდე ახალგაზრდა მუშაობს. 

დანამდვილებით ვიცით და გვჯერა, რომ ის ახალგაზრდები, ვისაც ჩვენს აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, სამომავლოდ, აუცილებლად გააგრძელებენ საკუთარი თავისა და იმ შესაძლებლობების ძიებას, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარებათ.

 

[R]

საინტერესო პოდკასტი — რა გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე ქალაქს?

ნახეთ: ცის კადრებით შექმნილი „ვიტრაჟები“