in

„ყველაფერი კონტაქტებია“ – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია და უპირატესობები

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება სტუდენტის მომავალი კეთილდღეობისა და კარიერული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა. ამ საფეხურზე განათლების მიღება დიდ ენერგიას, შრომასა და დროს მოითხოვს. ეს ყოველივე დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთანაც, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა გააზრებული, გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს: დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომელიც თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს და ისწავლოს იქ, სადაც განათლებასთან ერთად მნიშვნელოვან უნარებსა და ღირებულებებს შეიძენს.

Ბიზნესის ადმინისტრირება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა სამაგისტრო პროგრამებს შორის. ალტე უნივერსიტეტში გვჯერა, რომ სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტს არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება და კომფორტული სასწავლო გარემო, არამედ კარგი სანაცნობო ქსელი და კონტაქტების წრე (NETWORKING) უნდა დავახვედროთ – ადამიანები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგაც სტუდენტების მუდმივ პარტნიორებად დარჩებიან. Სწორედ ამ კონცეფციის – „ყველაფერი კონტაქტებია“  ირგვლივ ერთიანდებიან ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ლექტორები, რომლებიც ბიზნესის სფეროს წამყვანი პროფესიონალები არიან.

ნანა მიქაშავიძე − „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი. ნანას ფინანსურ სექტორში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს.

მარიამ მეღვინეთუხუცესი − BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2014 წლებში მუშაობდა “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 2015-2019 წლებში მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, არის „ალტე უნივერსიტეტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ვასილ რევიშვილი − Thales Investments-ის მმართველი პარტნიორი. იგი 2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე ვასილი კომპანიის რისკის მმართველის პოზიციას იკავებდა,  შემდეგ კი საქმიანობა გააგრძელა, როგორც საინვესტიციო რისკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში, $120 მილიარდის ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან “საქართველოს ბანკის” აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. Ამასთან, იგი “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობასაც იკავებდა.

ნათია მეფარიშვილი − მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი. წლების განმავლობაში იკავებდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, გახლავთ “ევროკავშირი საქართველოს” ექსპერტი და “მეწარმე ქალთა საბჭოს” თავმჯდომარე. ამჟამად, ნათია ასევე ხელმძღვანელობს პროექტს “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა”. ამავდროულად კი, გახლავთ „ალტე უნივერსიტეტის” ბიზნესსკოლის ასოცირებული პროფესორი და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

აია გუნცაძე – ეკონომისტი და მენეჯმენტის პროფესიონალი; აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. მაიამ დაამთავრა ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში და არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში მიკროეკონომიკური კონკურენტუნარიანობის (MOC) ასოცირებული ქსელის წევრი. ის ასევე, არის ჰარვარდის კენედის სკოლის კურსდამთავრებული; მაიას აქვს 25 წლიანი გამოცდილება კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის UNDP-სა და USAID-ში. 2020 წლიდან მუშაობს დელოიტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების მენეჯერად.

და მაინც, რატომ უნდა აირჩიოთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ალტე უნივერსიტეტში?!

აქ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, იმას, რომ პროგრამა მუდმივად  განახლებული იყოს და ბიზნესის ცვალებად გარემოს არ ჩამორჩეს. ამისათვის  რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს როგორც ინდუსტრიასთან, ისე სტუდენტებთან. მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთა დიდი ნაწილი, როგორც წესი,  უკვე დასაქმებულია და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, სამაგისტრო პროგრამა მაქსიმალურად ეფექტური და მათს საჭიროებებზე მორგებული იყოს: ვასწავლოთ ის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქტუალური, რაც პასუხობს არამარტო ადგილობრივ, არამედ გლობალურ გამოწვევებს. Სწავლების პრაქტიკული კომპონენტი და არასტანდარტული, თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სასწავლო კურსები, რომლებიც ანტრეპრენერული უნარების განვითარებასა და გამომუშავებაზეა ფოკუსირებული, ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მთავარი ხელწერაა.

„პროგრამა კარგად არის დაბალანსებული ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს შორის. გარდა ფუნდამენტური, ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარებისა (როგორიც არის: სტრატეგიული აზროვნება, ფინანსების სწორი მართვა, მარკეტინგი, ანტრეპრენერობა, ადამიანების მართვა, ტექნოლოგიების მართვა, ლიდერობა და კომუნიკაცია, და ა.შ)  დიდ ყურადღებას ვაქცევთ პიროვნულ ზრდას, ბიზნეს კონტაქტების განვითარებას, გლობალური ხედვისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ლიდერული უნარების გამომუშავებასა და განვითარებას.“ – ნანა მიქაშავიძე, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა თუ მოკლევადიან საერთაშორისო პროექტებში; ალტე უნივერსიტეტს ჰყავს 200-ზე მეტი პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციაც, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. იმ სტუდენტებს, რომელთაც  სურთ, დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესები, უნივერსიტეტში არსებული „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი“, თავისი სერვისებისა და პროფესიონალების ჩართულობით, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს, რეალობად აქციონ თავიანთი იდეები.

შემოუერთდი ალტე უნივერსიტეტის MBA-ის პროგრამას:  https://rb.gy/dbed7q

პროგრამის შესახებ უფრო დეტალურად გაიგე აქ: https://alte.edu.ge/ka/biznesis-administrirebis-mba

[პარტნიორის კონტენტი]

IKEA იმ ნივთებს დაგიბრუნებთ, რომლებიც შინაურმა ცხოველებმა მიისაკუთრეს

„შეცვალე შენი ზაფხული“ – ლიბერთის ახალი კამპანია