დიზაინ ფიქრის ტექნიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის „ალტე უნივერსიტეტი“ სამ დღიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსს იწყებს, რომელსაც JWT Metro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეკა ყიფიანი გაუძღვება. სააგენტოში 15-წლიანი, ხოლო სფეროში 18-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ტრენერი თვლის, რომ შემოქმედებითი ფიქრი ნიჭი არაა – ესაა მიდგომა, რომლის გამომუშავებაც ყველას შეუძლია.
კურსს ამბიციური მიზანი აქვს – 3 დღეში, მისმა მონაწილემ დიზაინ ფიქრის მიდგომის სიღრმისეული აღქმა, გაგება და დაუფლება უნდა შეძლოს. ინტენსიური კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს. ტრენინგი 4-5-6 თებერვალს ჩატარდება.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]