in

„გაბედული ნაბიჯები, წარმატება და ახალი თაობის შესაძლებლობები“ — საჯარო ლექციები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის

ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების სერიას: „ის, ვინც გიზიარებს“.

სერია აერთიანებს ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თავიანთი საქმიანობის სფეროებში წამყვანი ადგილები უჭირავთ და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. თემურ ჭყონია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ამირან გამყრელიძე — ეს იმ 3 შეხვედრის სპიკერთა სიაა, რომელთა საჯარო ლექციებიც უკვე დაანონსდა ალტე უნივერსიტეტის მიერ.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საჯარო ლექციების სერიის პირველი შეხვედრა სწორედ გუშინ, 31 იანვარს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა. ნიკოლოზ გამყრელიძემ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ისაუბრა თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებსა და კრიზისულ კომუნიკაციაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აბიტურიენტები, სტუდენტები და შეხვედრის თემით დაინტერესებული პირები.

ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის მიერ დაანონსებულ საჯარო ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და ესტუმროთ ალტე უნივერსიტეტის კამპუსს.

და აი ისიც, გაეცანი დაგეგმილი საჯარო ლექციების განრიგს:

2 თებერვალი — დასაქმების ბაზრის ტრენდები — ახალი თაობა: შესაძლებლობები და გამოწვევები.

8 თებერვალი — გაბედული ნაბიჯები და წარმატება.

10 თებერვალი — გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები 21-ე საუკუნეში.

#ალტეუნივერსიტეტი #აბიტურიენტებისკლუბი #ისვინცგიზიარებს

[პარტნიორის კონტენტი]

Instagram-ის დამფუძნებლები ახალი ამბების აპლიკაციას ქმნიან

რას უზრუნველყოფს „ორიენტ ლოჯიკი“, როგორც უსაფრთხოების მართვადი სერვისების პროვაიდერი?