აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ თავისი ციფრული მიმართულება ALTERA (www.altera.ge) და მისი პირველი პროდუქტი ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ გასულ წელს წარადგინა. ეს პროდუქტი იყო ფინანსური ანგარიშგებების ავტომატური გენერაცია SARAS სტანდარტით, რომელმაც მომხმარებელში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც კომპანიაში განგვიცხადეს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამაც არ დააყოვნა.
კომპანია ზრდას და განვითარებას აგრძელებს და ამჯერად ALTERA-ს სხვა სერვისებზე გვინდა გიამბოთ. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მის მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტებს/გადაწყვეტებს, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას.
IT გადაწყვეტილებები – ალტერა ავითარებს ციფრულ პროდუქტებს, რომელიც უმეტესწილად განკუთვნილი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის შიდა პროცესების გაციფრულებისთვის. „ფინანსური ანგარიშგების მოდულს 2022 წლისთვის კიდევ უფრო დახვეწილი ფორმით შევთავაზებთ მომხმარებელს, რაც გულისხმობს დამატებით ფინანსური ანალიტიკის კომპონენტებს და გარკვეული საგადასახადო საკითხების ავტომატიზაციას. ასევე, განვითარების პროცესშია კიდევ 2 ახალი მოდული, რომელსაც მომხმარებელი საორიენტაციოდ წლის მეორე ნახევარში იხილავს და მათი ფუნქციონალი ინოვაციური და პრაქტიკული იქნება ქართული ბაზრისთვის“ – გაგვიზიარეს ალტერაში.
სერვისები – გარდა მზა პროგრამული გადაწყვეტილებებისა, ალტერა მომხმარებელს ასევე სთავაზობს ციფრული მარკეტინგსა და კრეატიულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ IT სერვისებს:
- ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შექმნა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია გაციფრულების გზით
- ვებ დეველოპმენტი
- აპპ დეველოპმენტი
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ციფრული ტრანსფორმაციის შეთავაზებები საკმაოდ უხვადაა, ALTERA წარმატებულად იყენებს საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას, რასაც განაპირობებს მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე IT სპეციალისტების გუნდი და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელიც ლოიალტეს გუნდშია დაგორვებული. ამ ორი განსხვავებული, თუმცა აუცილებელი კომპეტენციისა და გამოცდილების კომბინაცია კი ქმნის სწორედ იმ ღირებულებას, რაც ALTERA-ს შეთავაზებას უნიკალურად აქცევს და დღეს რეალურად სჭირდება მომხმარებელს.
ALTERA-ს შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებში განვითარებას, რადგან ბიზნეს პროცესების ციფრულად ტრანსფორმაციის თვალსაზრისით გამოწვევები განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. ლოიალტე (ალტერას მშობელი კომპანია) წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში, მათ შორის აჭარაში 2019 წლიდან წარმოდგენილია ფილიალით, შესაბამისად ჯგუფის მასშტაბით ის ცოდნა და გამოცდილება, რაც რეგიონში არსებულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბზინესს სჭირდება დიდი დოზითაა თავმოყრილი.
ALTERA აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდია. ლოიალტე მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ, საკონსულტაციო და აუთსორსინგულ სერვისებს. კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით თბილისსა და ბათუმში. ლოიალტეს სერვისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე – www.loialte.com.ge; www.altera.ge
[პარტნიორის კონტენტი]